LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რუსი ჯარისკაცების სია, რომლებსაც ბუჩაში ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს

ცხედრები ქალაქის ქუჩებში მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო – The New York Times

დაპოსტა 2022/04/05-ში
A A
87
ნახვა
გაზიარება

The New York Times-ს ცნობით, ბუჩას ქუჩების სატელიტური გამოსახულებების შესწავლით დადგინდა, რომ ცხედრები ქალაქის ქუჩებში მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო. გამოცემის ინფორმაციით, ანალიზი არ ადასტურებს რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს, თითქოს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები მას შემდეგ მოხდა, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს.

 

მშვიდობიანი მოქალაქეები სწორედ მაშინ მოკლეს, როდესაც ქალაქი რუსეთის არმიას ჰქონდა დაკავებული. ცხედრები ბუჩას ქუჩებში ჩანს 11 მარტს გადაღებულ სატელიტურ გამოსახულებებზე. ზოგიერთი სხეული იმავე პოზაშია, რაც სამი კვირის შემდეგ, მათი აღმოჩენის დროს. ამ წუთებში განგაშის სიგნალი ისმის უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის კიევში.

 

ოკუპანტებისგან ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქეები ნახეს სუმშიც. რუსებმა დაბომბეს მიკოლაევის ცენტრი, საბავშვო საავადმყოფო და სავაჭრო ცენტრი. იერიში მიიტანეს ბავშვთა სახლზე, საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე. უკრაინული მხარე 10 დაღუპულისა და ათობით დაშავებულის შესახებ იუწყება. ცნობები ვრცელდება დონეცკში ქიმიურ ქარხანაზე თავდასხმის შესახებაც.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესსპიკერი ალექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ ოკუპანტები აგრძელებენ სარტილერიო იერიშებს, ბომბავენ საცხოვრებელ კოპუსებს და ინფრასტრუქტურას.

,,მტერი ახორციელებს ჯარების გადაჯგუფებას და ძალისხმევის კონცენტრაციას ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით შეტევითი ოპერაციის მომზადებაზე. მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებაა.

 

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ხარკოვის ბლოკადას, განაგრძობენ საარტილერიო დაბომბვას და შემდგომ ანადგურებენ ქალაქის საცხოვრებელ უბნებს და ინფრასტრუქტურას. რუსმა დამპყრობლებმა მასიური საარტილერიო და საჰაერო დარტყმები მიაყენეს ქალაქ მარიუპოლს.

 

რუსეთის ჯარებმა მიკოლაევზე თავდასხმები ჟენევის კონვენციით აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალებით განახორციელეს. სამოქალაქო უბნები და სამედიცინო დაწესებულებები, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფო, მტრის თავდასხმის ქვეშ მოექცა. არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის ბავშვები,” – აცხადებს ალექსანდრ სტუპუნი.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის იგორ კონაშენკოვის განცხადებით, განადგურებულია უკრაინული ძალების სამი ვერტმფრენი.

 

“გუშინ მიკოლაევის გარეუბანში, ბალოვნეს აეროდრომზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დადასტურდა, რომ განადგურებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების სამი ვერტმფრენი. რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო ექვსი უპილოტო თვითმფრინავი ამ დასახლებებთან ახლოს. ღამეს ქალაქ ლისიჩანსკთან საჰაერო თავდასხმის დროს განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 24-ე მექანიზებული ბრიგადის სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საწყობი, ასევე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის საწყობები,” – აცხადებს იგორ კონაშენკოვი.

 

გაზიარება35

დაკავშირებული -პოსტები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო, მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში, მძღოლი გადაწყვეტილების გასაჩივრების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვას ვეღარ შეძლებს – აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წელს ამოქმედდა. საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის...

დაწვრილებითDetails

“თუკი რამეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში…ღმერთმა დაგვიფაროს ამ ყველაფერში მათ გადავასწროთ”-კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში - ღმერთმა დაგვიფაროს ამ ყველაფერში მოლდოვას და უკრაინას გადავასწროთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძემ გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6021 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6025 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ზოგი აქებს, ზოგი ლანძღავს, ეს მეტყველებს, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არავის აქვს მორალი”- ირაკლი კობახიძე მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

თუკი ვინმე გაიაზრებს, რომ არასწორი ქმედება ჩაიდინა და მოინანიებს ამ ქმედებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ ჩვენი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარებაზე, სინანულზე, გვექნება...

დაწვრილებითDetails

“შემცივნება, ცხელება და უკიდურესი სისუსტე”-რა სიმპტომები ახასიათებს შავ ჭირს

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
“შემცივნება, ცხელება და უკიდურესი სისუსტე”-რა სიმპტომები ახასიათებს შავ ჭირს
მთავარი

შავი ჭირი საშიში ბაქტერიული ინფექციაა მაღალი სიკვდილიანობით. მას იწვევს ბაქტერია Yersinia pestis . შავი ჭირის 3 ფორმა არსებობს: ბუბონური შავი ჭირი, სეპტიცემიური შავი ჭირი და პნევმონიური შავი ჭირი. შავი ჭირის...

დაწვრილებითDetails

„ალტა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
„ალტა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

„ალტა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „მადლობა 25 წლის ერთგულებისთვის, დაუღალავი შრომისთვის, სიკეთისთვის და იმ დიდი კვალისთვის, რომელიც ალტას ისტორიასა და ჩვენს გულებში დატოვე. ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას, ალტას IT დირექტორს - თავისი...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 10 000 ლარამდე გაიზარდა – ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება. მიღებული კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ...

დაწვრილებითDetails

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული რჩება

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული რჩება
მთავარი

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე მეწყრულ უბანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში, პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
პოლონეთში, პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა
მთავარი

პოლონეთში ოსტროლენკას პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. RMF-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის მასწავლებელიცაა. 2 დაშავებულის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"