საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის პირველი მატჩი ქალაქ ზენიცაში, ბოსნია-ჰერცოგოვინას წინააღმდეგ გამართა.
აღნიშნული დაპირისპირება “ჯვაროსნების” გამარჯვებით 0:1 დასრულდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეორე ნახევარში,49-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
28 წლის ქართველი ფორვარდი,რომელიც ახლო წარსულში “ტორპედოს” ღირსებას იცავდა ამჟამად უნგრული “უიპეშტში” ასპარეზობს.საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბუდუმ ეროვნული გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველო 29 მარტს, ალბანეთის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.










