უკრაინელი მოციგურავე ივან შმურატკო მსოფლიო ჩემპიონატზე სავარჯიშო ფორმით გამოვიდა, მას ომის დაწყების შემდეგ არ უვარჯიშია, დარბაზი მას ოვაციებით შეხვდა. სპორტსმენის შესახებ სოციალურ ქსელში გიგი გვახარია წერს:
,,ეს უკრაინელი ბიჭი 22-ე ადგილზეა. რაც ომი დაიწყო არც უვარჯიშია. მსოფლიო ჩემპიონატზე სავარჯიშო ფორმით გამოვიდა, რაც წესების დარღვევაა (მხოლოდ ერთმა მსაჯმა დააჯარიმაო, სადღაც წავიკითხე). არ დაიზაროთ, ნახეთ როგორ ხვდება მას დარბაზი… სხვათა შორის ის დარბაზი, სადაც ვიღაცეებმა ქართველი მოციგურავეების გამოსვლის შემდეგ “მალადცის” ყვირილი დაიწყეს:(
მაგრამ ეგ იქით იყოს. ბოლო დღეებში რამდენჯერმე გამიელვა აზრმა, რომ ევროპელი ობივატელი მცირე ეკონომიკურ პრობლემასაც ვერ აიტანს, გაზის, თუ სენდვიჩი-სასისკის გაძვირებას უკრაინას დააბრალებს და თავის მთავრობას მოსთხოვს შეწყვიტოს უკრაინელი ხალხის დახმარება (რუსული პროპაგანდა არ ისვენებს დასავლეთში, აგერ გუშინ მექსიკელ მემარცხენეებს რუსეთთან მეგობრობის კლუბი დაუარსებიათ)
მაგრამ ამ კადრებს რომ ვუყურებდი იმედი მომეცა – რატომ გვაქვს ასეთი წარმოდგენა დასავლურ საზოგადოებაზე? თუ ასეთი გამყიდველები არიან, რატომ გვინდა მათ სივრცეში ყოფნა? იქნებ სწორედაც პირიქით – უკრაინას კი არა, პუტინს “დაააბრალონ” და კარგად გაიზარონ რას წარმოადგენს რეალურად ეგ რეჟიმი? არა, იქნებ კი არა – როცა ამ კადრებს ვუყურებ, ამ ოვაციებს, ვიჯერებ რომ სწორედ ასე იქნება – უკრაინაში ისეთი ბოროტება ხდება რომ ვერანაირი რუსული პროპაგანდა და “მალადცი” ვერ გადაწონის ამას” – წერს გოგი გვახარია სოციალურ ქსელში.









