L’Equipe ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ვინაობას ასაჯაროვებს. ველაზე მაღალი ხელფასი ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსელონას“ მცველ ჟერარ პიკეს აქვს, რომელიც თვეში 2.33 მილიონ ევროს იღებს. მეორე ადგილს მადრიდის „რეალის“ სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელები, გარეტ ბეილი და ედენ აზარი იღებენ – თვეში 2.27 მილიონ ევროს.
მესამე ადგილზე „ბარსელონას“ ნახევარმცველი სერხი ბუსკეტსია, რომლის თვიური ხელფასიც 1.91 მილიონ ევროს შეადგენს.










