ექიმები შიშობენ, რომ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის გადარჩენას ვერ შეძლებენ. ამის შესახებ ura.news იუწყება.
21 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკის მდგომარეობა დამძიმდა,. თუმცა რუსეთის ლიბერალურ დემოკრატიულ პარტიაში განაცხადეს, რომ ეს ჭორებია და ვლადიმერ ჟირინოვსკი საავადმყოფოში „გეგმურ მკურნალობას“ გადის.
ვლადიმერ ჟირინოვსკი საავადმყოფოში 9 თებერვალს გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კორონავირუსის გადატანის შემდეგ გართულდა.










