LIVE TV
კვირა, თებერვალი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დაკეტეთ ის ცა საიდანაც ბავშვებს კლავენ…….. დაკეტეთ ეს წყეული ცა..-მძიმე რეპორტაჟის აღწერა

დაპოსტა 2022/03/18-ში
3k
ნახვა
გაზიარება

უმძიმესი რეპორტაჟი გავიდა ესპანეთის ტელევიზიაში. ვზივარ და სიმწრისგან ვკანკალებ…?
25 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა დღევანდელ გადაცემას…. ალბათ ყველა ჩემს დღეშია.
ვიცი, ამ რთულ მომენტში არ შეიძლება, მაგრამ მინდა თქვენც მოგიყვეთ…
მაპატიეთ…??

მიკოლაივი, იგივე ნიკოლაევი ერთი ლამაზი ქალაქია სამხრეთ უკრაინაში. ის სსრკ – ს დროს დახურული ქალაქი იყო, რადგან მიკოლაივში მდებარეობდა საიდუმლო სტრატეგიული საწარმოები და მათ შორის 61 კომუნარის სახელობის და შავი ზღვის (ევროპაში ყველაზე დიდი) გემთმშენებლობის სახელმწიფო ქარხნები. უცხოელებს არ აძლევდნენ მის მონახულების საშუალებას, რადგან ეს იყო სამხედრო გემთმშენებლობის გასაიდუმლოებული ინდუსტრია, სადაც შენდებოდა სარაკეტო კრეისერები და ავიამზიდები.

ეს ლამაზი და დახვეწილი არქიტექტურის ქალაქი რუსეთის წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა. ომის ექსპერტებმა მიკოლაივს ოდესის ფარი და მფარველი ანგელოზი უწოდეს. ეს ბოლო ბასტიონია, რომელიც ხელს უშლის პუტინის ჯარებს შავი ზღვის მარგალიტის ხელში ჩაგდებაში.

ომის პროგრესირებასთან ერთად, მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა კონტროლი აიღეს ხერსონზე, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქზე სამხრეთში, გაძლიერდა საჰაერო დაბომბვები. ქალაქი წინააღმდეგობას უწევს მტერს მრავალი სიკვდილის ფასად.

მორგში გვამები იატაკზე დევს, ერთმანეთის თავზე, ყველგან სიკვდილის სუნი ტრიალებს. მორგის ეზოში შავ პლასტმასის ჩანთები არის, თითოეულზე ეტიკეტით და ნომრით: 704, 705, 706. ეს გარდაცვლილთა ნომრებია. გაუსაძლისი სუნი დგას…

მორგის თანამშრომლები ერთი წუთით არ ჩერდებიან. მათ სახეებზე ჩანს ტრაგედიის ტკივილი. საზენიტო სირენები ჟღერს, მაგრამ აგრძელებენ მუშაობას. ცდილობენ თითოეული ცხედრის ამოცნობას. ჟურნალისტთან კომენტარს ექიმი აკეთებს:

“უნდა შევასრულოთ დავალება, ხალხი თავიანთ გარდაცვლილებს ეძებს. 15 წელია აქ ვმუშაობ და ეს ყველაზე ცუდი მომენტია ჩემს ცხოვრებაში”. – ტირის და თავს ხრის, რომ ცრემლები დამალოს. “ბევრი სამუშაო გვაქვს, ვალდებულება უნდა შესრულდეს. ყველაზე უარესი კი დარჩენილთა ტანჯვის დანახვაა.”

– ეხლა უკვე თავს ვერ იკავებს და ხმამაღლა ტირის. ეზოში ახალგაზრდა ქალი დადის გვამებს შორის. ეს ანაა, რომელიც მამას ეძებს. ანას და მისი ოჯახის სასოწარკვეთა სივრცეს ტანჯვით ავსებს, ისევ დაბომბვის ხმა ისმის. შოკში მყოფი ახალგაზრდა ქალი ცდილობს უპასუხოს ჩვენს შეკითხვებს, მან უნდა თქვას, რომ მამამისი სამოქალაქო პირი იყო, რომელიც სკოლაში თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

ბოლოს 13 მარტის გამთენიისას ნახა მამა. რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს დაბა ზელენი გეი, მიკოლაივში. ბომბავდნენ საცხოვრებელი სახლებს და სკოლას, რომელიც ქალაქის მაცხოვრებლებისთვის თავშესაფარი იყო.

“მამაჩემი სკოლაში იყო და ოთახებს ათვალიერებდა, რათა შეემოწმებინა ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. იმედი გვქონდა, რომ ცოცხალი იქნებოდა. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ის შენობის პირველ სართულზე იმყოფებოდა ოთხ მოხალისესთან ერთად. მხოლოდ ერთი გადარჩა…

გარდაცვლილთა შორის მის გარდა ყველა სამხედრო იყო. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ორი დღე დასჭირდა მამის პოვნისთვის. ვიმედოვნებდით, რომ ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ დაზიანებებს ვერ გადაურჩა“. – ჰყვება ანა და ტირის.

ცისფერი თვალებიდან ცრემლები მოდის და დედას და დას ეხუტება. “გუშინ მისი სხეული სარაკეტო დარტყმის მახლობლად იპოვეს. აქ ვარ, მისი ნახვა მინდოდა, უნდა გადამემოწმებინა, რომ ის იყო” – ანას კივილი ცაში ისმის. თავს ვეღარ იკავებს….

მიკოლაივში თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ ბიჭებიც, გოგოებიც და ბავშვებიც. ქალაქში არ აქვთ დენი, წყალი, საკვები, მედიკამენტები…

თავშესაფრები ადვილად იდენტიფიცირებადია. რუსული ბომბები ცვივა და ანადგურებს სუპერმარკეტებს და საკვების საწყობებს. თავშესაფრის კიბეზე ქალები ზიან ბავშვებთან ერთად. ეს ირინაა…

ელისაბედთან და მის ორ ქალიშვილთან ერთად. ოთხივენი დღე და ღამე იქ სხედან, რადგან თავს უფრო დაცულად გრძნობენ. ირინას თან აქვს მხოლოდ ყვითელი საქაღალდე, რომელშიც ყველა დოკუმენტი აქვს.

მან ახლახან გადალახა კიბო და ამ საქაღალდეში მთელი თავისი სამედიცინო ისტორიაა. ისევ საჰაერო განგაში…. ბავშვები თავშესაფრის სარდაფისკენ გარბიან….

დაკეტეთ ის ცა საიდანაც ბავშვებს კლავენ…….. დაკეტეთ ეს წყეული ცა…???-წერს თეა გეორგია.

გაზიარება1209

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თებერვალი 7, 2026
29
მთავარი

პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
17
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში,ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობას მიეძღვა

თებერვალი 7, 2026
18
მთავარი

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წელი გავიდა. 7 თებერვალს წმინდანის ხსენების დღე აღინიშნება. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს განვითარების ფონდი“ შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და ჩამოყალიბდება ერთიან სუბიექტად – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება...

დაწვრილებითDetails

დებატები საზოგადოების ერთიანობას ემსახურება – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

“დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია ” – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...

დაწვრილებითDetails

“ყველამ ერთად: ხელისუფლებამ, ბიზნესმა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე”-პრემიერი

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც, ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების...

დაწვრილებითDetails

„სუპერმარკეტის კონსულტანტი ცივი იარაღით დაჭრა“ – დაკავებულია 16 წლის პირი

თებერვალი 7, 2026
773
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2010 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

თებერვალი 7, 2026
60
მთავარი

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად...

დაწვრილებითDetails

ამ ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარეს 3-ჯერ გაზრდით

თებერვალი 7, 2026
20
მთავარი

სახლში ინტერნეტის სიჩქარე რომ გაზარდოთ, რამდენიმე ხრიკი გამოიყენეთ. 1. სახლის ცენტრში დადეთ როუტერი, რომელიც Wi-Fi-ს ავრცელებს, ბინის ცენტრში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტალღები თანაბრად გადანაწილდება და სახლის ყველა კუთხეს მიწვდება...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».