რუსული პირველი არხის თანამშრომლის ადგილსამყოფელს, რომელმაც პირდაპირ ეთერში პლაკატით უკრაინაში ომი გააპროტესტა, ადვოკატი და ახლობლები ეძებენდენ. ახლა კიქვეყნდება ფოტო, სადაც მარინა ოვსიანიკოვა ადვოკატთან ერთად იმყოფება.

ცნობისთვის, ტელევიზიის თანამშრომელმა ასევე გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განმარტა, რომ “ის, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს არის დანაშაული. რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და პასუხისმგებლობა ამ აგრესიაზე აკისრია მხოლოდ ერთ ადამიანს, ეს ადამიანი ვლადიმირ პუტინია,” – ამბობს მარინა ოვსიანნიკოვა დაკავებამდე გავრცელებულ ვიდეოში.










