უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა ჰაკერი, რომელიც ოკუპანტებს მობილური კავშირგაბმულობით უზრუნველყოფდა.

ანონიმურად ახორციელებდა სატელეფონო ზარებს რუსეთის ფედერაციიდან უკრაინაში, ოკუპანტების მობილურ ტელეფონებზე;

დანებების და ოკუპანტების მხარეზე გადასვლის წინადადების შემცველ SMS-ებს უგზავნიდა უკრაინის უშიშროების ძალებს და საჯარო მოხელეებს ;

ბრძანებებს და მითითებებს გადასცემდა ოკუპანტების მოწინავე ჯგუფებს.
როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადგინა, ამ ჰაკერის დახმარებით, ერთ დღეში ათასამდე ზარი განხორციელდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი – მტრის არმიის უმაღლესი ხელმძღვანელობისგან.
ამჟამად, აღნიშნული პირი დაკავებულია. ჩამორთმეული აქვს ყველა ტექნიკური საშუალება.