რუსეთი არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ევროპის საბჭოს საქმიანობაში, რადგან დასავლეთის ქვეყნები ძირს უთხრიან ამ ორგანიზაციის მუშაობას, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ევროკავშირისა და ნატოს წევრი, რუსეთისადმი არამეგობრული ქვეყნები, რომლებიც ბოროტად იყენებენ თავიანთ აბსოლუტურ უმრავლესობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში(CMCE), აგრძელებენ ევროპის საბჭოს და ევროპის საერთო ჰუმანიტარულ- სამართლებრივი სივრცის განადგურების ხაზს“, – ამის შესახებ აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
„დაე, დატკბნენ ერთმანეთთან კომუნიკაციით, რუსეთის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 25 თებერვალს მხარი დაუჭირა რუსეთის წარმომადგენლობის უფლებების შეჩერებას, უკრაინაზე თავდასხმის გამო.
უკრაინისა და პოლონეთის მიერ წარდგენილ წინადადებას ევროსაბჭოს წევრი 47 სახელმწიფოდან 42-მა დაუჭირა მხარი, მათ შორის არის საქართველო.










