ჰააგის სასამართლომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სამხედრო დანაშაულის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმის შესახებ, მთავარმა პროკურორმა პირველ სატელევიზიო ინტერვიუს დროს ისაუბრა.
ჰააგის ტრიბუნალს რუსეთის დანაშაულების გამოძიების თხოვნით, 39-მა სახელმწიფომ – მათ შორის, საქართველომაც მიმართა. ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მიმართვაა – მისი ინიციატორი ბრიტანეთის ხელისუფლებაა.
მთავარი პროკურორის ინფორმაციით, პირველადი ანალიზის შემდეგ ჩანს, რომ უკრაინაში შესაძლოა ჩადენილი იყოს ჰააგის სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოქცეული დანაშაულები. ამან საშუალება მისცა პროკურორს, მოსამართლეთა ნებართვის გარეშე, გადავიდეს გამოძიებაზე.
“ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ საზარელი მკვლელობების ადგილი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების ადგილი არ არის. უკრაინაში ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში განაცხადეს, რომ იღებდნენ სასამართლოს იურისდიქციას. რეალობა არაა სიტყვები, რეალობა ისაა რაც ახლა ხდება. ჩვენი მოვალეობა ერთია – შეშინებული ქალების, ბავშვების, მოსახლეობის მიმართ, რომ ისინი კანონის ძალით უნდა დავიცვათ. ეს საქმე უნდა გადაწყდეს ჰააგიდან უკვე პრაქტიკაში.
ჩემი ვალია ყველა მხარე გამოვიძიო. ყველა მხარეს სამხედროებს თავდაცვის ჯგუფებს აქვთ მოვალეობა მოიქცნენ, როგორც ეს გათვალისწინებულა ადამიანის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად. ჩვენ როგორც საერთაშორისო სასამართლო და ოფისი რომელსაც მე ვხელმძღვანელობ ყველაფერს გავაკეთებ ნებისმიერი მხარე შესწავლილი იყოს დეტალურად,”- ამბობს პროკურორი კარიმ ხანი.










