18,8 მილიონი გამომწერი – ეს „ბალენსიაგას“ ოფიციალური „ინსტაგრამ“ გვერდია, რომელზეც აქამდე არცერთი პოსტი არ იდო. ცოტა ხნის წინ მოდის სახლმა, რომლის კრეატიული ხელმძღვანელი დემნა გვასალიაა, პირველი პოსტი გაავრცელა და ეს უკრაინის დროშააა. „სთორიში“ კი არაერთი ფოტო დევს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ემოციურ კადრებს ასახავს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და უკრაინელი ლტოლვილებისთვის WFP-ს ვწირავთ პირველ ჰუმანიტარულ დახმარებას. უახლოეს დღეებში გავხსნით ჩვენს პლატფორმებს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის გადასაცემად. მიჰყევით ბმულს რათა მოახდინოთ დონაცია“, – წერს „ბალენსიაგა“.
ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
პენიტენციურმა სამსახური ადასტურებს, რომ პატიმარი რუსთავის ციხეში გარდაცვლილი ნახეს. პენიტენციური განმარტავს, რომ გარდაცვალების მიზეზი სუიციდია და გამოძიებაც შესაბამისი მუხლით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ...










