18,8 მილიონი გამომწერი – ეს „ბალენსიაგას“ ოფიციალური „ინსტაგრამ“ გვერდია, რომელზეც აქამდე არცერთი პოსტი არ იდო. ცოტა ხნის წინ მოდის სახლმა, რომლის კრეატიული ხელმძღვანელი დემნა გვასალიაა, პირველი პოსტი გაავრცელა და ეს უკრაინის დროშააა. „სთორიში“ კი არაერთი ფოტო დევს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ემოციურ კადრებს ასახავს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და უკრაინელი ლტოლვილებისთვის WFP-ს ვწირავთ პირველ ჰუმანიტარულ დახმარებას. უახლოეს დღეებში გავხსნით ჩვენს პლატფორმებს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის გადასაცემად. მიჰყევით ბმულს რათა მოახდინოთ დონაცია“, – წერს „ბალენსიაგა“.
გარდაიცვალა ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი დალაქიშვილო
გარდაიცვალა ცნობილი, ყველასთვის საყვარელი ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი დალაქიშვილი. ის ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა. გასულე წელს გიორგი დალაქიშვილს მძიმე პროგრესირებადი დაავადება დაუდგინდა. ქუთაისელი მუსიკოსი და DJ გიო დალაქიშვილი, მეგობრებისთვის ცნობილი...










