ყაზანის “რუბინმა” თურქეთში შეკრებაზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. სამარის “კრილია სოვეტოვთან” გამართულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ძირითადში დაიწყო. რუსული გუნდის ვინგერმა 38-ე წუთზე კონტრშეტევის დროს დისკომფორტი იგრძნო და მოედნიდან გაყვანა მოითხოვა.
22-წლის ფლანგელის ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრაში გატანილი ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.










