„პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, „ლილთან“ მოპოვებული გამარჯვების (5:1) შემდეგ, ლეო მესი შეაქო.
არგენტინელმა ფეხბურთელმა ამ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
„ეჭვგარეშეა, რომ ლეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებს, მასაც დრო სჭირდება ადაპტაციისთვის.
მას გარკვეული დრო დასჭირდა, რომ ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციებში დაბრუნებულიყო მას შემდეგ, რაც კოვიდის გამო მთელი თვე გაუცდა.
მნიშვნელოვანია, რომ ლეო ასეთ თავდადებას და თამაშს აჩვენებს.“ – აღნიშნა პოჩეტინომ.










