„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა პრემიერ ლიგაში იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გასულ თვეში 31 წლის ესპანელმა ოთხი მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაუშვა და 22 სეივი განახორციელა, რაც ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია.
ესპანელმა გოლკიპერმა პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კარიერაში პირველად მოიპოვა.










