“ქუთაისიდან დამთავრდება სწავლაში ფულის გამორთმევა” – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილი, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა და თქვა რომ, სამათვრობო კომპლექსი ინოვაციების ცენტრად იქცევა:
“სამთავრობო კომპლექსში, რომელიც გარშემოა, გაიხსნება მსოფლიო ინოვაციების ცენტრი, აქვე განლაგდება სტარტაპების, ტექნოპარკების, საგრანტო სისტემების დაწესებულები და აქვე გადმოვა ქუთაისის ტექნოლოგიების უნივიერსიტეტი თავისი საერთო საცხოვრებლით, ხოლო იქ მყოფ სტუდენტებს მიეცემათ სახელმწიფო სტიპენდიები და ქუთაისიდან დამთავრდება სწავლაში ფულის გამორთმევა, სწავლაში ბიზნესის კეთება, რითაც დაკავებულია ეს რეჟიმი. ქუთაისი მსოფლიოს სიამაყეა. აქ დაიბადა აარაერთი პლანეტარული მასშტაბის მოღვაწე და მოაზროვნე” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.