თბილისის საქალაქო სასამართლოში იურისტი ნოდარ ილურიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს.
“საშინელება მოხდა. ჩვენი კოლეგა, ადვოკატი ნოდარ ილურიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა.” – წერს ტარიელ კაკაბაძე.
გავრცელებული ცნობით ადვოკატის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
შსს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდესის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.