საფეხბურთო აგენტმა, თემურ ღურწკაიამ ყაზანის “რუბინის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა. წარმოშობით ქართველმა აგენტმა გაკვირვება გამოთქვა, რომ რუსული კლუბის ვინგერს მსურველი არ ჰყავს.
“კვარაცხელიაზე საუბარიც არ მიდის, თითქოს ასეთი ფეხბურთელი საერთოდ არ არსებობდეს. მის მიმართ ინტერესს არავინ იჩენს. რა მოხდება თუ ხვიჩა სეზონის დარჩენილ ნაწილსაც ჩააგდებს? -აცხადებს აგენტი. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სახელი პრემიერ ლიგის რამოდენიმე კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის “ვესტ ჰემსაც”.










