“ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ამჯერად As-ი წერს. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა ქართველი გოლკიპერის “ღამურებიდან” წასვლას არ გამორიცხავს.
“ყველაფრის მიუხედავად, მამარდაშვილმა იცის, რომ წინ ხანგრძლივი და სირთულეებით სავსე გზა აქვს გასავლელი და რომ ეს ყველაფერი მას კიდევ უფრო გააძლიერებს,იტყობინება As-ი . “მესტალიელთა” 28-ე ნომერი ვერ ხვდება სასტარტო შემადგენლობაში, მათ შორის ვერც სათასო შეხვედრებში. უკანასკნელი მატჩის წინ, ხოსე ბორდალასმა მამარდაშვილი განაცხადში ზედმეტი წონის გამო არ შეიყვანა.










