ვალენსიას მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 22-ე ტურში ატლეტიკოსთან მატჩისთვის განაცხადში არ შეიყვანა.
ამის მიზეზი ფეხბურთელის ზედმეტი კილოგრამებია. გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 2021 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან იჯარით შეუერთდა და “ღამურებში” ლა ლიგის საწყის 6 ტურშიც ითამაშა, გუნდმა 21 წლის კიპერი დეკემბერში გამოისყიდა.










