“ბარსელონას” დირექტორმა, მატეუ ალემანიმ გუნდის გარემარბ უსმან დემბელეს ახალი კონტრაქტის გარშემო არსებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა.
“უსმანთან და მის აგენტებთან მოლაპარაკებები ივლისში დაიწყო. მთელი ამ დროის განმავლობაში, ექვსი, თითქმის შვიდი თვე გვქონდა დიალოგი, ვსაუბრობდით, “ბარსამ” სხვადასხვა შეთავაზება გააკეთა, ცდილობდა ეპოვა გზა, რათა ფეხბურთელს კარიერა ჩვენთან გაეგრძელებინა, მისი წარმომადგენელი კი სისტემატიურად უარყოფდა ამ წინადადებებს”. 24 წლის ფრანგის მოქმედი კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლომდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად “ბარსელონას” მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტიც მიითვალა.










