ქართველმა სპორტსმენებმა – ნინო წიკლაურმა და სოსო ჯაფარიძემ 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამთო მოთხილამურეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
წიკლაურისთვის ეს მეოთხე ოლიმპიური თამაშები იქნება, ჯაფარიძემ კი ოლიმპიური ლიცენზია პირველად აიღო.
ზამთრის 24-ე ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. ნინო წიკლაური 7-9 თებერვალს იასპარეზებს, სოსო ჯაფარიძე კი 13-16 თებერვალს.










