„პსჟ“ ლიგა 1-ს 21-ე ტურში „ბრესტთან“ შეხვედრისთვის მზადებას აგრძელებს.
ლეო მესი გადატანილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას აგრძელებს და საერთო ჯგუფში არ უვარჯიშია. შესაბამისად, მისი მონაწილეობა „ბრესტთან“ მატჩში პრაქტიკულად გამორიცხულია.
გარდა ამისა, მესი იანვრის სანაკრებო პაუზაზეც არ გაემგზავრება, როცა მისი გუნდი ჩილეს და კოლუმბიას დაუპირისპირდება.
სამაგიეროდ, ჯგუფთან ერთად ივარჯიშა სერხიო რამოსმა, რომელსაც მესის მსგავსად „პსჟ-ში“ 22 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. ესპანელი „ლიონთან“ (1:1) მატჩის განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა.










