„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა „პსჟ-ს“ ფეხბურთელი გახდეს. კილიან მბაპე გუნდიდან წასვლასთან არის, ამიტომ პარიზული გუნდის ხელმძღვანელობა შემტევის ძიებაში იმყოფება და მზადაა, რონალდუს გადაბირება სცადოს, თუ პორტუგალიელი „ემიუს“ დატოვების მზადყოფნას გამოთქვამს.
როგორც ცნობილია, რონალდუ „იუნაიტედში“ არსებული ვითარებით უკმაყოფილოა და თუ სიტუაცია უახლოეს პერიოდში არ გამოსწორდება, გუნდის დატოვება სურს.
მიმდინარე სეზონში კრირომ პრემიერ ლიგის 16 მატჩში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.










