LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“თანახმა ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორობაზე”-რას წერს გიორგი ფხაკაძე

“თანახმა ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორობაზე”-რას წერს გიორგი ფხაკაძე

დაპოსტა 2022/01/11-ში
A A
108
ნახვა
გაზიარება

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„10 იანვარი 2022 წელი, ჟენევა
დღეს საოცრება გავიგე – ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მოახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს, როგორც ინფექციის კონტროლის, ასევე კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. ასეთი მობილური ჯგუფების შექმნა არის აბსურდი და კომუნისტური პროკურატურის სადამსჯელო ოპერაცია. ეს ნიშნავს, რომ გონზე არ არიან, როგორ უნდა ხდებოდეს საავადმყოფოებში ინფექციის კონტროლი.
წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, მისი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა ამ რთულ დროს.

მინისტრი არ არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი. ის აბსურდული რჩევები, რაც მრჩევლებმა მოუმზადეს, სახეზეა და იქნებ დაფიქრდეს ჩვენი მინისტრი, რომ სანამ დროა, მოიშოროს ეს ხალხი. ეს ადამიანები მინისტრს ჩაძირავენ. ჭაობში უკვე ჩაადგმევინეს ცალი ფეხი.
ამ სიტუაციაში მე ვეწინააღმდეგებოდი ჯანდაცვის მინისტრის შეცვლას. მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, არის ახალი ჯანდაცვის მინისტრი. მას მივმართავ, მოიშოროს ის ხალხი, ვინც 2 წელია, ვერ მართა ეფექტურად ვერც პანდმია, ვერც ჯანდაცვის სისტემა. შეკითხვა მაქვს, თუ წინა ჯანდაცვის მინისტრი უნდა გამოცვლილიყო, დანარჩენი ხალხი, ვინც პროცესში იყო ჩართული, რატომ დატოვეთ? თუ უშვებთ, ყველა გაუშვით, დამიჯერეთ, არ დაიქცევა ქვეყანა.
ბატონმა ამირან გამყრელიძემ ერთხელ განაცხადა, გადავდგები, მაგრამ ქვეყანაში ჩემზე უკეთესი არავინ არის და ქვეყანას ხომ არ მივატოვებო. საჯაროდ მოგმართავთ – აგერ ვარ მე, გიორგი ფხაკაძე, თანახმა ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორობაზე, ოღონდ შემდეგი პირობებით:

  • 1. ხელფასი არ მინდა;
    2. არავითარი კორუფციული გარიგებები და ა.შ.;
    3. ვისაც გადავწყვეტ, დავტოვებ სამსახურში, ვისაც არა – გავუშვებ, ვიღაცეების ბიძაშვილ-მამიდაშვილებს, სუს-ის კადრებს, საყვარლების და ა.შ. სამსახურიდან გავუშვებ. დარჩებიან ისინი, ვინც არიან პროფესიონალი ექსპერტები. შეიძლება, ვინმე პიროვნულად არ მომწონდეს, მაგრამ თუ პროფესიონალია, არასდროს მექნება მასთან თანამშრომლობის პრობლემა.მე ვიცი, რომ მე ახლა საქართველოში არავინ დამიძახებს. ეს თქვენც იცით. შანსი ნულია, რომ ახლა მე საქართველოში რაიმე თანამდებობა შემომთავაზონ, რადგან ჩემთან კორუფცია, ნეპოტიზმი არავის გაუვა. გაიხსენეთ ასევე, წინა საკოორდინაციო საბჭოზე რასაც ვაკეთებდი – პირში ვეუბნებოდი პრემიერს, რასაც ვფიქრობდი. სიმართლეს ვიტყვი ყოველთვის. მაგრამ ვინ ისმენს?! სადღეგრძელოებში არიან გადავარდნილი. არ გამოვადგები ბიჭებს, რადგან ჯიგრული პონტი და კორუფცია არ ვიცი, „გაგება“ არ მესმის, ვარ ძალიან პირდაპირი
    კიდევ ერთხელ მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, ყველა გაუშვით სამსახურიდან, ვინც ამ 2 წელიწადში დააქციეს ჯანდაცვის სისტემა და მავნებლობის გარდა ვერაფერი გააკეთეს. საჯაროდ ვეუბნები ჯანდაცვის მინისტრს, რომ ეს ხალხი მას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. მოიშორეთ
    გავიმეორებ – ჯანდაცვის მინისტრის წარმატება ახლა არის ქვეყნის წარმატება. არ ვიცნობ იმ ადამიანს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის. ჯანდაცვის მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა, მე პოლიტიკასთან საქმე არ მაქვს. ჩემი ერთადერთი ინტერესია, ჯანდაცვის მინისტრი იყოს წარმატებული, ვინაიდან მისი წარმატება არის ქვეყნის წარმატება. მინისტრისთვის ზურგს უკან მიწის თხრა ნიშნავს, რომ ქვეყანას უთხრი მიწას. ეს უნდა გავითავისოთ. პანდრემიის დროს ყველა უნდა დავირაზმოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ
    მთელი ჩვენი რესურსი მივმართოთ იქითკენ, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან და როგორ შევუწყოთ ხელი ჯანდაცვის სისტემას, რომელიც ფაქტიურად არ არსებობს. არის ჩვეულებრივი, კლანური სისტემა, რომელიც მთლიანად ფულის მართვაზეა გადართული.

ბატონო მინისტრო, საჯაროდ მოგმართავთ, დახმარება გნებავთ? დამირეკეთ, ჩემი საკონტაქტო ნომრები ყველასთვის ცნობილია.

თეგები: გიორგი ფხაკაძეკოვიდი
გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

,,ქუთაისში ქვეითს ზებრაზე ავტომობილმა დაარტყა, გოგონა დაიღუპა” 

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

დღეს ქუთაისში გუგუნავაზე ქვეითს ზებრაზე ავტომობილმა დაარტყა. გოგონა როგორც ეხლა გავიგე დაიღუპა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეგი კაკაბაძე წერს. ,,დღეს ზუსტად იმავე ზებრაზე ლამის გადაგვიარეს ავტომობილებმა რაფაელოდან გამოსულებს. ისე...

დაწვრილებითDetails

“რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და თავსმოხვეული დირექტივებით”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და თავსმოხვეული დირექტივებით, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას: „მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მთავარი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 7 ოქტომბრისათვის

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6032 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

მოკლულია ერთი მოსწავლე, შვიდი კი დაშავდა – თავდასხმა სტამბოლის სკოლაში

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
მოკლულია ერთი მოსწავლე, შვიდი კი დაშავდა – თავდასხმა სტამბოლის სკოლაში
მთავარი

სტამბოლის ბაშაქშეჰირის რაიონში მდებარე სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა და 7 დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 2011 წელს დაბადებული მოსწავლე გოგონაა, რომელიც სტამბოლის ქიუჩიუქჩექმეჯეს რაიონის სკოლაში სწავლობს. სტამბოლის...

დაწვრილებითDetails

ცუდად ვარ, დახმარება მჭირდება – რას ყვება პატიმარი ციხიდან

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ციხის თანამშრომლებიც პირბადეებით დადიან – რა ხდება ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
მთავარი

გეგუთის ციხის დირექტორი და მისი წარმომადგენელი შეურაცხყოფას მაყენებდნენ. მთხოვდნენ თანამშრომლობას, პატიმრების შიდა ამბების ენის მიტანას. უარის შემდეგ გახდნენ აგრესიულები. მოვიდეს ლევან იოსელიანი და პირადად გავაცნობ, რა ხდება, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მშობელს, რომელმაც, არასრულწლოვანი შვილის შეურაცხყოფისთვის, კაცი დაჭრა, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოვლინდა
მთავარი

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ა.ჩ.-ის (მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის 113 ა) ხორცპროდუქტების საწარმო და, გამოვლენილი დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერეს. "ინსპექტირების პროცესში დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თითქოსდა, კრიპტოვალუტით ვაჭრობის და შესაბამისი მოგების მიღების მიზნით, მოქალაქეებს...

დაწვრილებითDetails

“უკეთესია, გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა 180-მდე ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელსაც საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის აქტიურად წარმოებისთვის იყენებს. პაპუაშვილი საპარლამენტო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"