“მანჩესტერ სიტი” მომავალ ზაფხულს “დორტმუნდის” თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდებისთვის იბრძოლებს. 21 წლის თავდამსხმელი მანჩესტერული გრანდის მთავარი სამიზნეა. “ქალაქელები” ნორვეგიელის წარმომადგენლებთან შეხვედრას უახლოეს კვირებში ან თვეებში გეგმავენ.
“რეალი” ჰოლანდისთვის ბრძოლაში მთავარ მეტოქედ სწორედ “სიტის” მიიჩნევს. ბევრი წყარო დარწმუნებულია, რომ “ბარსელონა” ამ კლუბებს კონკურენციას ვერ გაუწევს.










