ქუთაისში, საახალწლო ღონისძიებები გალა- კონცერტით დასრულდა.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი სცენიდან ქუთაისელებს ახალი წელი მიულოცა ანსამბლმა “შვიდკაცამ” და ბენდთან ერთად, მომღერალმა ნოდარიკო ხუციშვილმა.
დავით აღმაშენებლის მოედანზე და ცენტრალურ ბულვარში , საშობაო ბაზრობა გაიმართა, სადაც მსურველებს ადგილობრივ ხელოვანთა და მეწარმეთა ნაწარმის შეძენა შეეძლოთ.
საბავშვო -გასართობ სივრცეებში, მთელი დღის მანძილზე, პატარებისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობები გაიმართა.
აქვე, შესაძლებელი იყო ფოტო-სესია სანტა კლაუსთან.
ქალაქის ცენტრში საზეიმო მსვლელობა მოაწყო ორკესტრმა, რაც სადღესასწაულო განწყობს ჰქმნიდა.
დღის ბოლოს კი, გალა კონცერტი გაიმართა.
,,დამდეგ ახალ წელს ვულოცავ ქუთაისელებს, ჩვენს სტუმრებს. ბედნიერი წელი დამდგარიყოს! “- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
სადღესასწაულო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდა.









