როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, “ბლაუგრანას” ოფიციალურ მაღაზიაში დღემდე შესაძლებელია 34 წლის არგენტინელის ავტოგრაფიანი მაისურისა (1170 ევროდ) და კაპიტნის სამკლაურის (643,5 ევროდ) შეძენა. მაღაზიაში არგენტინელის მიერ ხელმოწერილი 2013/14 წლების სეზონის მაისურის შეძენაცაა შესაძლებელი, აგრეთვე გაყიდვაშია გუნდის ექს-ნახევარმცველების, ანდრეს ინიესტასა და ხავის ავტოგრაფიანი მაისურებიც. ამ საქონლის ფასი 2950 ევროა.
მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს “ბარსელონამ” მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ მოახერხა, შედეგად ლეო თავისუფალი აგენტის სტატუსით “პსჟ”-ს შეუერთდა.










