“ბარსელონას” შემტევმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ შესაძლოა კატალონიური გრანდის რიგები დატოვოს. კოუტინიოს გადაბირების შესაძლებლობას “ინტერი” და პრემიერ ლიგის სამი კლუბი განიხილავს.
აქამდე დაიწერა, რომ “ბარსას” ფეხბურთელისადმი ინტერესს “ლივერპული” და “ნიუკასლი” იჩენენ, ახლა კი პრეტენდენტთა შორის “ევერტონიცაა”. მიმდინარე სეზონში კოუტინიომ ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.










