LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქვეყნის მოღალატე! – ვისზე წერს გიორგი ფხაკაძე

ცეცხლი ჩასაქრობია. დისკუსიის დრო არ არის-გიორგი ფხაკაძე

დაპოსტა 2021/12/21-ში
A A
135
ნახვა
გაზიარება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში “ომიკრონის” შტამის შესახებ წერს.

პროფესორის თქმით, დაინფიცირების განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც “სინოვაკი”, “სინოფარმითა” და “ასტრაზენეკათი” არიან აცრილები.

მისივე თქმით, “ფაიზერით” ორჯერ აცრილ ადამიანებშიც არ არის მაღალი დაცულობა.

გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი ვაქცინის ბუსტერ დოზაა.

“1. რამდენიმე დღის წინ ყველას ვაფრთხილებდი, რომ “ომიკრონი” საქართველოში შემოსულია. გითხარით, რომ ორშაბათს ეს დადასტურდებოდა და ასეც მოხდა.

2. დღეს კი დაადასტურეს “ომიკრონის” არსებობა ქვეყანაში, მაგრამ რეალურად ეს შტამი საქართველოში უკვე რამდენიმე კვირაა, ცირკულირებს. ჩვენთან არსებული ინფიცირების მაღალი ციფრები ომიკრონის დამსახურებაცაა, დელტასთან და დელტა პლიუსთან ერთად.

3. ვაღიაროთ, საქართველოში წესებს პრაქტიკულად არავინ იცავს. იმართება დისკოთეკები, ფართები, კონცერტები, დაბადების დღეები, ქორწილები, წინასაახალწლო შოპინგები. გავაგრძელო კიდევ ჩამოთვლა?!

4. წინასაახალწლოდ ქვეყნის შიგნით დიდი მობილობაა, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას.

5. არსებობს სხვადასხვა მეცნიერული კალკულაცია ვირუსის გავრცელების სისწრაფესთან დაკავშირებით. ჩემი მეცნიერული, აკადემიური მოსაზრებით და არა ბიზნეს ან ასტროლოგიური გათვლებით, სავარაუდოდ, საქართველოში ომიკრონის გავრცელება მოხდება ყველაზე არასახარბიელო სცენარით. გავრცელების სისწრაფე იქნება ყოველდღიურად სამზე გამრავლებული. თუ დღეს დაინფიცირდა 10 ადამიანი, ხვალ იქნება 30, ზეგ – 90.

6. გვახსოვდეს, ის ადამიანებიც, ვინც ადრე ვუხანური შტამით, ან დელტა, ან დელტა პლიუსით დაინფიცირდნენ, შესაძლოა, დაინფიცირდნენ ომიკრონით. ასევე ყველა, ვინც აცრილია “სინოვაკი”, “სინოფარმი” და “ასტრაზენეკათი”, არ არიან დაცულები და ომიკრონით დაინფიცირების რისკის ქვეშ არიან.

7. ასევე ადამიანებში, რომლებიც არიან “ფაიზერით” ორჯერ აცრილი, სამწუხაროდ, არ არის მაღალი დაცულობა ომიკრონის მიმართ, დაცულობა არის 35-40%, გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას.

8. ბუსტერი არის ერთადერთი გამოსავალი მათთვის, ვინც უკვე არის აცრილი და ბუსტერი უნდა იყოს მხოლოდ ფაიზერით ან მოდერნათი. ბუსტერი უნდა გაკეთდეს, რაც შეიძლება სწრაფად.

9. უკვე დაიდო კვლევა, რომ მოდერნა 37-ჯერ ზრდის ანტისხეულების რაოდენობას. თუმცა მოდერნას აქვს გარკვეული გვერდითი მოვლენებიც (სიცხე, ტკივილი). ის დოზირებით უფრო მაღალია და, შესაბამისად, გვერდითი მოვლენებიც უფრო გამოხატულია.

10. ახლა მივმართავ ანტივაქსერებს – მართალი ხართ, საქართველოში კოვიდპასპორტი შესაჩერებელია, ის არაეფექტურია, რადგან, სამწუხაროდ, დავაგვიანეთ.

კოვიდპასორტი ეფექტური იქნებოდა, მაგალითად, 3 უკან. მე, როგორც ჯანდაცვის ექსპერტი, ვფიქრობ, რომ ახლა საქართველოში კოვიდპასპორტი უნდა გაუქმდეს და ჩვენ გვჭირდება ვაქცინაციის საბუთი.

11. ისეთ, ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, კოვიდპასპორტი ვერ გაამართლებს. როცა მოსახლეობას მხოლოდ 10%-ია აცრილი და ნამდვილად აცრილია ის, ვინც ფაიზერის ორი დოზითაა აცრილი. ახლა კი ომიკრონთან დაკავშირებით, ორჯერ აცრაც არ არის საკმარისი და საჭიროა მესამე ანუ ბუსტერი. პროტოკოლი შეიძლება, შეიცვალოს ყოველკვირა, კვლევებიდან გამომდინარე. შესაბამისად, კოვიდვაქცინირებულად უნდა ჩაითვალოს პირი ბოლო პროტოკოლის მიხედვით – პროტოკოლი კი შეიძლება ითვალისწინებდეს ბოლო აცრიდან 3, 6, 9 თვის შემდეგ ვაქცინაციას.

12. ქვეყანაში ბუსტერი დაახლოებით 50 000 ადამიანს აქვს გაკეთებული ანუ რეალურად მხოლოდ 50 000 ადამიანია ომიკრონისგან დაცული დაახლოებით 50%-ით. ისიც გახსოვდეთ, რომ ვაქცინის გაკეთებიდან დაცვა მხოლოდ 45 დღის შემდეგ იწყება.

13. ჩემი მოსაზრებით, ბუსტერი უნდა გაკეთდეს მეორე დოზიდან სამი თვის შემდეგ. ეს მეცნიერულად. პოლიტიკურად, ტექნიკურად ვინ რას იზამს, ვერაფერს გეტყვით.

14. ჩემი მოსაზრებით, ახალი წლის აღნიშვნა მხოლოდ ვიწრო და ახლო წრეში უნდა მოხდეს, არავითარი დიდი ღონისძიებები, არავითარი კონცერტები.

15. ისიც ვიცი, არავინ დამიჯერებს და ამ წინასაახალწლოდ საქართველოში ტაშფანდური გვექნება. აღვნიშნავთ გრანდიოზულად ახალ წელს, შობას, ძველით ახალ წელს. სიტუაცია ძალიან დამძიმდება იანვარში.

16. მივყვებით ყველაზე მძიმე სცენარს სამი შესაძლო სცენარიდან. სიტუაციის განვითარება იმაზეა დამოკიდებული, რა ზომებს მივიღებთ: ვაქცინაცია, პირბადე, დისტანცია თუ იქნება, იქნება შედარებით მსუბუქი სცენარი, თუ არადა…. ბევრი ჩემზე გაბრაზებულია. რატომ? მე სიმართლეს ვამბობ.

17. ნურავისზე გაბრაზდებით, საკუთარი თავის გარდა. სახელმწიფომაც რა უნდა გააკეთოს, თუ ხალხს არ უნდა? შემოიტანეს ვაქცინა და მოხდა საყოველთაო ვაქცინაცია? – არა. ეს ჩვენი ბრალია და ჩვენ ამის ფასს გადავიხდით. ახლაც ვიხდით მწარე ფასს. დღეში 50 ადამიანს ვკარგავთ. ციფრი გაიზრდება.

18. გეუბნებით – ქართული შტამი უკვე არსებობს, უბრალოდ, არ ეძებენ, რადგანაც სეკვენსირება ძვირი სიამოვნებაა. ორი საწყალი ომიკრონი ძლივს აღმოაჩინეს.

19. რაც შეეხება ვაქცინებს – ჩინური ვაქცინებით ვაქცინაცია უნდა შეჩერდეს, გაგრძელდეს მხოლოდ ფაიზერით. იმასაც გეტყვით, რომ ახალი ადამიანები არც კი უნდა ავცრათ, აზრი არა აქვს. თუ ადამიანი 1 წელი არ აიცრა, ახლაც არ აიცრება და იძულებით აცრა, რა ვიცი… მოსახლეობის 20%, რომლებიც აიცრნენ, მათზე გადანაწილდეს არსებული ფაიზერი ბუსტერ დოზებისთვის…ბოლო აცრიდან მინიმუმ სამი თვის შემდეგ.

20. თურექთში ვინც სინოფარმით იყო აცრილი, ხელახლა ორჯერ აცრეს ფაიზერით. საქართველოშიც ასე უნდა მოხდეს მათთვის, ვისაც ამის სურვილი ექნება.

 

21.ვისაც არ უნდა აცრა, აგერ პირბადე, დაიცავი დისტანცია და …ილოცე. სხვა რა გითხრათ?!…სხვა გამოსავალი არ დარჩა…

22. ჯანდაცვის სისტემა ჩავარდა, მაგრამ ახლა არ გვინდა პოლიტიკური აქცენტები, ის მინისტრი თუ ეს…ოპოზიციაც დამნაშავეა და პოზიციაც, რადგანაც არავინ იფიქრა ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ვინ რა გააკეთა?! ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობს და ჯანდაცვის სისტემა ფაქტიურად არის რაღაც კარტერული გარიგებების გაუთავებელ პროცესებში. საქართველოში არ არის პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვა.

23. სტატუსშიც დავწერე, რომ გიორგი ფხაკაძის საქართველოში ჩამოყვანას და მისთვის ჯანდაცვის სისტემის ჩაბარებას ვერავინ გაბედავს. ყველამ იცის, მე ძალიან გამჭვირვალე ვარ, ჩემთან კორუფცია და ფულის „მოტეხვები“ არ გამოვა. მე ვიტყვი, რაც არის სათქმელი და გავაკეთებ, რაც არის გასაკეთებელი. ჩემნაირი ადამიანი საქართველოში დღეს მიუღებელია. ამიტომ ჩემს ჩამოყვანას ვერავინ გაბედავს. აი, ნახავთ, აგერ ხართ თქვენ და აგერ – მე!

24. ეს არის რეალობა. სხვათა შორის, ამბიციაც არ მაქვს, რადგან დღეს რაც არ უნდა გააკეთო, ჯანდაცვის მინისტრობა არის ყველაზე არასახარბიელო თანამდებობა მსოფლიოში. რაც არ უნდა გააკეთო, მაინც დამნაშავე იქნები.

25. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქვეყნის მენეჯმენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, რომ იქნებ მოაგვარონ შიდა პრობლემები. ოპოზიციამაც 3-4 თვე ცოტა თავი შეიკავოს. მართალია, გადადგა ქალბატონი ჯანდაცვის მინისტრი, მაგრამ ის 3-4 თვე არ უნდა წავიდეს თანამდებობიდან. ჯანდაცვის მთელი მენეჯმენტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იქნება თუ მინისტრის მოადგილეები, ყველანი ადგილებზე უნდა დარჩნენ. აგისხნით, რატომ.

26. იანვრის ბოლოს საქართველოში ომიკრონი დომინანტი იქნება. ამას ძალიან ძლიერი მართვა დასჭირდება. ახალი ათი „გელოვანიც“ რომ მოიყვანო, ვერაფერს იზამს. ჯობს, იყვნენ ისინი, ვინც უკვე დაუშვეს ბევრი შეცდომა და იციან არსებული სიტუცია, იციან, სად აღარ დაუშვან იგივე შეცდომა. საჭიროა საწოლფონდის მობილიზება, გასაკეთებელი იქნება საველე ჰოსპიტლები, ჟანგბადის მომარაგება და მედპერსონალის მობილიზება. სანამ ახალი მენეჯმენტი ამაში გარკვევას და შემდეგ შესრულებას შეძლებს, ძვირფასი დრო დაიკარგება.

27. ამიტომ 3-4 თვე ჯანდაცვის არსებული მენეჯმენტი უნდა დარჩეს. თუ გინდა, ყველა გადააყენეთ, მაგრამ დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დატოვეთ. ზამთარი უნდა გადავიტანოთ. ეს სიტუაცია ჩავაცხროთ და შემდეგ პოლიტიკური, ეკონომიკური და რაც გინდა, ის გადაწყვეტილება მიიღეთ. ომიკრონი ხუმრობა არ არის.

28. რა სიტუაციაც ახლაა, ხომ გაფრთხილებდით?! დამიჯერეთ ხოლმე. 2 წელია, ხდება, რასაც ვამბობ. ერთხელ შეიძლება, ნათქვამი შემთხვევით ახდეს, მაგრამ 21-ჯერ?! არ ვარ არც ასტროლოგი, არც კაკულია, მეცნიერული კალკულაციებით გესაუბრებით. პლიუს პირადი გამოცდ8ილება, საქართველოში 70 საავადმყოფოს ვმართავდი, მთელი ახლო აღმოსავლეთის ჯანდაცვის სისტემებზე ვარ ნამუშევარი და ა.შ.. უბრალოდ, როცა ვამბობ, დამიჯერეთ.

29. ქვეყანას სჭირდება მეცნიერება, პროფესიონალიზმი. სხვა გამოსავალი არ არის. გამოსავალი არის სწრაფად მიღებულ

პრაგმატულ გადაწყვეტილებებში. გადაწყვეტილებები შეიძლება რადიკალური იყოს, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული. ცეცხლი ჩასაქრობია. დისკუსიის დრო არ არის.

30. მივხედოთ სამშობლოს. მჯერა, საღი აზრი გაიმარჯვებს. დაპირისპირება არა ჩვენ, არამედ მხოლოდ ვირუსს გამოადგება.

31. მტერი მოსულია. იცით, რითაც ებრძოლოთ – გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ყველგან და ყოველთვის. მაქსიმალურად დაიცავით დისტანცია, დაიბანეთ ხელები, გაანიავეთ შენობები, შეეცადეთ იყოთ პოზიტიურები. ჯანმრთელობას გისურვებთ!”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება54

დაკავშირებული -პოსტები

თორნიკე თოშხუამ და შაკო ბაღდოშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
თორნიკე თოშხუამ და შაკო ბაღდოშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს
მთავარი

5-დღიანი პატიმრობის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე თოშხუამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. ცნობისთვის, თორნიკე თოშხუა პოლიციამ 31 ივლისს, თბილისის საკრებულოსთან დააკავა. მას ხელში ეკავა ბანერი "ბიძინა ყ - არაა/არის?". შეგახსენებთ, რომ თოშხუა ბიძინას და სამი...

დაწვრილებითDetails

გაუმართავ ავტომობილებზე გაიცემოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითი დასკვნები – სუს-მა 3 პირი დააკავა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

რუსი ტურისტების შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის გამო სუს-მა გამოძიება დაიწყო

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
სერბეთის მოქალაქეები, რომელთაც კავშირი აქვთ „რევოლუციურ სცენარებთან,“ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყეს. უწყების ცნობით, სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის წარმომადგენლობა – მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
არ გავურბივარ პასუხისმგებლობას – მზია ამაღლობელი
მთავარი

ზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა X-ზე წერს. „მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი გმობს მის წინააღმდეგ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს და...

დაწვრილებითDetails

თუ მსგავსი გათიშვა გარდაუვალი იყო, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა? – კახა კახიშვილი

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
თუ მსგავსი გათიშვა გარდაუვალი იყო, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა? – კახა კახიშვილი
მთავარი

თითქმის მთელი ქვეყნის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განმარტებამ კითხვებზე პასუხების ნაცვლად, უფრო მეტი ეჭვი გააჩინა - ან ენერგოსისტემაზე პასუხისმგებელი ადამიანები არ არიან საკმარისად პროფესიონალები ან ვიღაც შეგნებულად აზიანებს ქვეყნისა და...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე კლინიკიდან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
გიგა ავალიანის საქმეზე წუხელ დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში რჩება
მთავარი

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოდან ზაჰესის დროებითი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მედიკოსებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ დეტალებზე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. “ინტერპრესნიუსს” სამედიცინო დაწესებულებაში...

დაწვრილებითDetails

დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც ჩამოტვირთა ფოტოსურათები, დაამონტაჟა, მიანიჭა პორნოგრაფიული იერსახე და შეურაცხმყოფელ ტექსტებთან ერთად გაავრცელა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობისა და გავრცელებისთვის არასრულწლოვანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა სოციალური ქსელების მომხმარებელთა ღია პროფილებიდან ჩამოტვირთა სხვადასხვა პირის,...

დაწვრილებითDetails

რას ამბობს ეკა კუპატაძე ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის დაკავებაზე

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

წუხელ დაიჭირეს ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი! საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის - გიგა ავალიანის მკვლელებს! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა,...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის საქმეზე წუხელ დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში რჩება

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
გიგა ავალიანის საქმეზე წუხელ დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში რჩება
მთავარი

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე წუხელ დაკავებული ნია იმნაძე ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში განუცხადეს. ექიმების ცნობით, ნია იმნაძეს სამედიცინო დაწესებულებაში “საჭირო მკურნალობა...

დაწვრილებითDetails

მეუფე გერასიმე გარდაცვლილი ლანა ლატარიას სახლში მოვიდა და პანაშვიდი გადაიხადა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
მეუფე გერასიმე გარდაცვლილი ლანა ლატარიას სახლში მოვიდა და პანაშვიდი გადაიხადა
მთავარი

მეუფე გერასიმემ უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას გარდაცვლილი შვილის, ლანა ლატარიას "სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა." - ინფორმაციას და ფოტოებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ამა წლის 5 აგვისტოს ზუგდიდისა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"