LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქვეყნის მოღალატე! – ვისზე წერს გიორგი ფხაკაძე

ცეცხლი ჩასაქრობია. დისკუსიის დრო არ არის-გიორგი ფხაკაძე

დაპოსტა 2021/12/21-ში
A A
135
ნახვა
გაზიარება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში “ომიკრონის” შტამის შესახებ წერს.

პროფესორის თქმით, დაინფიცირების განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც “სინოვაკი”, “სინოფარმითა” და “ასტრაზენეკათი” არიან აცრილები.

მისივე თქმით, “ფაიზერით” ორჯერ აცრილ ადამიანებშიც არ არის მაღალი დაცულობა.

გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი ვაქცინის ბუსტერ დოზაა.

“1. რამდენიმე დღის წინ ყველას ვაფრთხილებდი, რომ “ომიკრონი” საქართველოში შემოსულია. გითხარით, რომ ორშაბათს ეს დადასტურდებოდა და ასეც მოხდა.

2. დღეს კი დაადასტურეს “ომიკრონის” არსებობა ქვეყანაში, მაგრამ რეალურად ეს შტამი საქართველოში უკვე რამდენიმე კვირაა, ცირკულირებს. ჩვენთან არსებული ინფიცირების მაღალი ციფრები ომიკრონის დამსახურებაცაა, დელტასთან და დელტა პლიუსთან ერთად.

3. ვაღიაროთ, საქართველოში წესებს პრაქტიკულად არავინ იცავს. იმართება დისკოთეკები, ფართები, კონცერტები, დაბადების დღეები, ქორწილები, წინასაახალწლო შოპინგები. გავაგრძელო კიდევ ჩამოთვლა?!

4. წინასაახალწლოდ ქვეყნის შიგნით დიდი მობილობაა, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას.

5. არსებობს სხვადასხვა მეცნიერული კალკულაცია ვირუსის გავრცელების სისწრაფესთან დაკავშირებით. ჩემი მეცნიერული, აკადემიური მოსაზრებით და არა ბიზნეს ან ასტროლოგიური გათვლებით, სავარაუდოდ, საქართველოში ომიკრონის გავრცელება მოხდება ყველაზე არასახარბიელო სცენარით. გავრცელების სისწრაფე იქნება ყოველდღიურად სამზე გამრავლებული. თუ დღეს დაინფიცირდა 10 ადამიანი, ხვალ იქნება 30, ზეგ – 90.

6. გვახსოვდეს, ის ადამიანებიც, ვინც ადრე ვუხანური შტამით, ან დელტა, ან დელტა პლიუსით დაინფიცირდნენ, შესაძლოა, დაინფიცირდნენ ომიკრონით. ასევე ყველა, ვინც აცრილია “სინოვაკი”, “სინოფარმი” და “ასტრაზენეკათი”, არ არიან დაცულები და ომიკრონით დაინფიცირების რისკის ქვეშ არიან.

7. ასევე ადამიანებში, რომლებიც არიან “ფაიზერით” ორჯერ აცრილი, სამწუხაროდ, არ არის მაღალი დაცულობა ომიკრონის მიმართ, დაცულობა არის 35-40%, გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას.

8. ბუსტერი არის ერთადერთი გამოსავალი მათთვის, ვინც უკვე არის აცრილი და ბუსტერი უნდა იყოს მხოლოდ ფაიზერით ან მოდერნათი. ბუსტერი უნდა გაკეთდეს, რაც შეიძლება სწრაფად.

9. უკვე დაიდო კვლევა, რომ მოდერნა 37-ჯერ ზრდის ანტისხეულების რაოდენობას. თუმცა მოდერნას აქვს გარკვეული გვერდითი მოვლენებიც (სიცხე, ტკივილი). ის დოზირებით უფრო მაღალია და, შესაბამისად, გვერდითი მოვლენებიც უფრო გამოხატულია.

10. ახლა მივმართავ ანტივაქსერებს – მართალი ხართ, საქართველოში კოვიდპასპორტი შესაჩერებელია, ის არაეფექტურია, რადგან, სამწუხაროდ, დავაგვიანეთ.

კოვიდპასორტი ეფექტური იქნებოდა, მაგალითად, 3 უკან. მე, როგორც ჯანდაცვის ექსპერტი, ვფიქრობ, რომ ახლა საქართველოში კოვიდპასპორტი უნდა გაუქმდეს და ჩვენ გვჭირდება ვაქცინაციის საბუთი.

11. ისეთ, ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, კოვიდპასპორტი ვერ გაამართლებს. როცა მოსახლეობას მხოლოდ 10%-ია აცრილი და ნამდვილად აცრილია ის, ვინც ფაიზერის ორი დოზითაა აცრილი. ახლა კი ომიკრონთან დაკავშირებით, ორჯერ აცრაც არ არის საკმარისი და საჭიროა მესამე ანუ ბუსტერი. პროტოკოლი შეიძლება, შეიცვალოს ყოველკვირა, კვლევებიდან გამომდინარე. შესაბამისად, კოვიდვაქცინირებულად უნდა ჩაითვალოს პირი ბოლო პროტოკოლის მიხედვით – პროტოკოლი კი შეიძლება ითვალისწინებდეს ბოლო აცრიდან 3, 6, 9 თვის შემდეგ ვაქცინაციას.

12. ქვეყანაში ბუსტერი დაახლოებით 50 000 ადამიანს აქვს გაკეთებული ანუ რეალურად მხოლოდ 50 000 ადამიანია ომიკრონისგან დაცული დაახლოებით 50%-ით. ისიც გახსოვდეთ, რომ ვაქცინის გაკეთებიდან დაცვა მხოლოდ 45 დღის შემდეგ იწყება.

13. ჩემი მოსაზრებით, ბუსტერი უნდა გაკეთდეს მეორე დოზიდან სამი თვის შემდეგ. ეს მეცნიერულად. პოლიტიკურად, ტექნიკურად ვინ რას იზამს, ვერაფერს გეტყვით.

14. ჩემი მოსაზრებით, ახალი წლის აღნიშვნა მხოლოდ ვიწრო და ახლო წრეში უნდა მოხდეს, არავითარი დიდი ღონისძიებები, არავითარი კონცერტები.

15. ისიც ვიცი, არავინ დამიჯერებს და ამ წინასაახალწლოდ საქართველოში ტაშფანდური გვექნება. აღვნიშნავთ გრანდიოზულად ახალ წელს, შობას, ძველით ახალ წელს. სიტუაცია ძალიან დამძიმდება იანვარში.

16. მივყვებით ყველაზე მძიმე სცენარს სამი შესაძლო სცენარიდან. სიტუაციის განვითარება იმაზეა დამოკიდებული, რა ზომებს მივიღებთ: ვაქცინაცია, პირბადე, დისტანცია თუ იქნება, იქნება შედარებით მსუბუქი სცენარი, თუ არადა…. ბევრი ჩემზე გაბრაზებულია. რატომ? მე სიმართლეს ვამბობ.

17. ნურავისზე გაბრაზდებით, საკუთარი თავის გარდა. სახელმწიფომაც რა უნდა გააკეთოს, თუ ხალხს არ უნდა? შემოიტანეს ვაქცინა და მოხდა საყოველთაო ვაქცინაცია? – არა. ეს ჩვენი ბრალია და ჩვენ ამის ფასს გადავიხდით. ახლაც ვიხდით მწარე ფასს. დღეში 50 ადამიანს ვკარგავთ. ციფრი გაიზრდება.

18. გეუბნებით – ქართული შტამი უკვე არსებობს, უბრალოდ, არ ეძებენ, რადგანაც სეკვენსირება ძვირი სიამოვნებაა. ორი საწყალი ომიკრონი ძლივს აღმოაჩინეს.

19. რაც შეეხება ვაქცინებს – ჩინური ვაქცინებით ვაქცინაცია უნდა შეჩერდეს, გაგრძელდეს მხოლოდ ფაიზერით. იმასაც გეტყვით, რომ ახალი ადამიანები არც კი უნდა ავცრათ, აზრი არა აქვს. თუ ადამიანი 1 წელი არ აიცრა, ახლაც არ აიცრება და იძულებით აცრა, რა ვიცი… მოსახლეობის 20%, რომლებიც აიცრნენ, მათზე გადანაწილდეს არსებული ფაიზერი ბუსტერ დოზებისთვის…ბოლო აცრიდან მინიმუმ სამი თვის შემდეგ.

20. თურექთში ვინც სინოფარმით იყო აცრილი, ხელახლა ორჯერ აცრეს ფაიზერით. საქართველოშიც ასე უნდა მოხდეს მათთვის, ვისაც ამის სურვილი ექნება.

 

21.ვისაც არ უნდა აცრა, აგერ პირბადე, დაიცავი დისტანცია და …ილოცე. სხვა რა გითხრათ?!…სხვა გამოსავალი არ დარჩა…

22. ჯანდაცვის სისტემა ჩავარდა, მაგრამ ახლა არ გვინდა პოლიტიკური აქცენტები, ის მინისტრი თუ ეს…ოპოზიციაც დამნაშავეა და პოზიციაც, რადგანაც არავინ იფიქრა ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ვინ რა გააკეთა?! ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობს და ჯანდაცვის სისტემა ფაქტიურად არის რაღაც კარტერული გარიგებების გაუთავებელ პროცესებში. საქართველოში არ არის პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვა.

23. სტატუსშიც დავწერე, რომ გიორგი ფხაკაძის საქართველოში ჩამოყვანას და მისთვის ჯანდაცვის სისტემის ჩაბარებას ვერავინ გაბედავს. ყველამ იცის, მე ძალიან გამჭვირვალე ვარ, ჩემთან კორუფცია და ფულის „მოტეხვები“ არ გამოვა. მე ვიტყვი, რაც არის სათქმელი და გავაკეთებ, რაც არის გასაკეთებელი. ჩემნაირი ადამიანი საქართველოში დღეს მიუღებელია. ამიტომ ჩემს ჩამოყვანას ვერავინ გაბედავს. აი, ნახავთ, აგერ ხართ თქვენ და აგერ – მე!

24. ეს არის რეალობა. სხვათა შორის, ამბიციაც არ მაქვს, რადგან დღეს რაც არ უნდა გააკეთო, ჯანდაცვის მინისტრობა არის ყველაზე არასახარბიელო თანამდებობა მსოფლიოში. რაც არ უნდა გააკეთო, მაინც დამნაშავე იქნები.

25. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქვეყნის მენეჯმენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, რომ იქნებ მოაგვარონ შიდა პრობლემები. ოპოზიციამაც 3-4 თვე ცოტა თავი შეიკავოს. მართალია, გადადგა ქალბატონი ჯანდაცვის მინისტრი, მაგრამ ის 3-4 თვე არ უნდა წავიდეს თანამდებობიდან. ჯანდაცვის მთელი მენეჯმენტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იქნება თუ მინისტრის მოადგილეები, ყველანი ადგილებზე უნდა დარჩნენ. აგისხნით, რატომ.

26. იანვრის ბოლოს საქართველოში ომიკრონი დომინანტი იქნება. ამას ძალიან ძლიერი მართვა დასჭირდება. ახალი ათი „გელოვანიც“ რომ მოიყვანო, ვერაფერს იზამს. ჯობს, იყვნენ ისინი, ვინც უკვე დაუშვეს ბევრი შეცდომა და იციან არსებული სიტუცია, იციან, სად აღარ დაუშვან იგივე შეცდომა. საჭიროა საწოლფონდის მობილიზება, გასაკეთებელი იქნება საველე ჰოსპიტლები, ჟანგბადის მომარაგება და მედპერსონალის მობილიზება. სანამ ახალი მენეჯმენტი ამაში გარკვევას და შემდეგ შესრულებას შეძლებს, ძვირფასი დრო დაიკარგება.

27. ამიტომ 3-4 თვე ჯანდაცვის არსებული მენეჯმენტი უნდა დარჩეს. თუ გინდა, ყველა გადააყენეთ, მაგრამ დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დატოვეთ. ზამთარი უნდა გადავიტანოთ. ეს სიტუაცია ჩავაცხროთ და შემდეგ პოლიტიკური, ეკონომიკური და რაც გინდა, ის გადაწყვეტილება მიიღეთ. ომიკრონი ხუმრობა არ არის.

28. რა სიტუაციაც ახლაა, ხომ გაფრთხილებდით?! დამიჯერეთ ხოლმე. 2 წელია, ხდება, რასაც ვამბობ. ერთხელ შეიძლება, ნათქვამი შემთხვევით ახდეს, მაგრამ 21-ჯერ?! არ ვარ არც ასტროლოგი, არც კაკულია, მეცნიერული კალკულაციებით გესაუბრებით. პლიუს პირადი გამოცდ8ილება, საქართველოში 70 საავადმყოფოს ვმართავდი, მთელი ახლო აღმოსავლეთის ჯანდაცვის სისტემებზე ვარ ნამუშევარი და ა.შ.. უბრალოდ, როცა ვამბობ, დამიჯერეთ.

29. ქვეყანას სჭირდება მეცნიერება, პროფესიონალიზმი. სხვა გამოსავალი არ არის. გამოსავალი არის სწრაფად მიღებულ

პრაგმატულ გადაწყვეტილებებში. გადაწყვეტილებები შეიძლება რადიკალური იყოს, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული. ცეცხლი ჩასაქრობია. დისკუსიის დრო არ არის.

30. მივხედოთ სამშობლოს. მჯერა, საღი აზრი გაიმარჯვებს. დაპირისპირება არა ჩვენ, არამედ მხოლოდ ვირუსს გამოადგება.

31. მტერი მოსულია. იცით, რითაც ებრძოლოთ – გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ყველგან და ყოველთვის. მაქსიმალურად დაიცავით დისტანცია, დაიბანეთ ხელები, გაანიავეთ შენობები, შეეცადეთ იყოთ პოზიტიურები. ჯანმრთელობას გისურვებთ!”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება54

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
ქუთაისში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
მთავარი

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს...

დაწვრილებითDetails

” ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება”- პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
მაქვს სრული ნდობა საქართველოს მოქალაქეების არჩევანის მიმართ, რა შედეგიც არ უნდა იყოს – პაველ ჰერჩინსკი
მთავარი

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა. გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას- ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ, მზად...

დაწვრილებითDetails

“მჯერა, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება”- ბადრი ჯაფარიძე

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
“მჯერა, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება”- ბადრი ჯაფარიძე
მთავარი

2026 წელს ევროპის დღის აღნიშვნას საქართველო მძიმე პოლიტიკური გამოწვევებით ხვდება - მაშინ, როცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი ევროპულ მომავალს უჭერს მხარს, „ქართული ოცნების” ხელისუფლების ნაბიჯები სულ უფრო მეტ ბარიერს უქმნის ქვეყანას იმ...

დაწვრილებითDetails

“ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა, აგენტობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი სამშობლოს მიმართ ღალატის ჩადენას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯაშუშობის ბრალდებით გიორგი უძილაურის დაკავების საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის...

დაწვრილებითDetails

“მთავარია, სამართალი აღსრულდა”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ერთგვარი ტვირთი იყო, რომ მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული - მთავარია, სამართალი აღსრულდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის, ჟურნალისტ გურამ როგავასა...

დაწვრილებითDetails

ცნობილია საბურთალოზე მოკლული კაცის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

გუშინ, 8 მაისს თბილისში, საბურთალოს რაიონში კაცი მოკლეს. კაცს სასიკვდილო დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცნობილია მოკლულის ვინაობაც, იგი 31 წლის დავით წოწკოლაურია საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ...

დაწვრილებითDetails

კახეთში ქალი დაჭრეს

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ქალი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ვარდისუბანში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას დაზიანებები თავის და მუცლის არეში აქვს მიღებული. დაჭრილი თბილისში, კლინიკაშია...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

თბილისში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
თბილისში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა რომ არასრულწლოვანმა ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 11 მაისამდე

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 მაისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"