25 წლის კანადელი მსახიობი, შარლოტა არნოლდი 72 წლის ჟერარ დეპარდიეს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. რის შესახებაც, შარლოტა არნოლდმა Twitter-ზე 16 დეკემბერს დაწერა.
არნოლდის თქმით, ჟერარ დეპარდიემ მასზე ფიზიკურად 2018 წელს იძალადა. დიდი ხნის განმავლობაში გოგონას მომხდარის შესახებ არავისთვის უთქვამს, ახლა კი წერს, რომ გაჩუმება აღარ შეუძლია.
დეპარდიემ ბრალდება უარყო, მისმა ადვოკატებმა კი შარლოტას ცილისწამებაში დასდეს ბრალი.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დეპარდიეს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. მსგავსი სახის სკანდალში ის გასული წლის თებერვალში გაეხვა.
შეგახსენებთ, ჟერარ დეპარდიემ 2013 წლის დასაწყისში რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.









