საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია საბავშვო ევროვიზია 2021-ის კონკურსზე მეოთხე ადგილზე გავიდა.
ქართველმა კონკურსანტმა სულ 163 ქულა დააგროვა.
მალტამ, სომხეთმა და საფრანგეთმა საქართველოს წარმომადგენელს უმაღლესი, 12 ქულა მიანიჭეს.
ქართველი კონსურსანტი დღეს მე-2 ნომრად გამოვიდა.
საბავშვო ევროვიზია 2021-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია მე-2 ნომრად გამოვიდა.
ნიკო ქაჯაიამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets Count The Smiles) შეასრულა.
პარიზში, რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზიაში 19 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.
პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს, ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ 15 წუთით, მას შემდეგ, რაც ყველა საკონკურსო სიმღერა შესრულდება.
ვებგვერდზე vote.junioreurovision.tv ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ – მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.










