” რამოდენიმე წლის წინ როდესაც ერთი ლამაზი მესხი გოგოს სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდით , ერთი გულ – ანთებული ახალგაზრდა კაცი ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას როგორც მეგობრებმა მითხრეს ..
ვუთხარი რომ , მიეცათ ჩემი ნომერი ..
დამირეკა და მითხრა ..
მე იქ ვარ სადაც შენ იქნები ძმაო ..
სადაც დაგჭირდები შენს გვერდით ვარო .. ❤
იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა ..
დეკემბრის სუსხიან დღეებში თავის მეგობართან ერთად ფეხით შემოიარა რამოდენიმე სოფელი , ისე რომ ჩემთვის არაფერში დახმარება არ უთხოვია ..
მაშინ მიზანს ჩვენს მეგობრებთან ერთად მივაღწიეთ ..
გავიმარჯვეთ სიკვდილზე ..
ვერასდროს წარმოვიდგენდი ბიჭი რომელიც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ასე იბრძოდა , საკუთარს ასე ადვილად თუ გაწირავდა ..
ამ ამბის გაგების წამიდან ვფიქრობ რატომ ..?!
პასუხი არ მაქვს ..
გულიანი , თბილი რაღაც სხვანაირად ჯიგრიანი კაცური კაცი იყო ..
აი ისეთი ბიჭი იყო რომ არ გაგწირავდა ..
გიძმობდა გვერდში დაგიდგებოდა , გულს და სულსაც კი მოგცემდა ..
რამდენჯერაც გზაში შემხვდებოდა გამიღიმებდა მომიკითხავდა მუდამ სიტყვები პირზე ეკერა ..
” რამეში დახმარება ხომ არ გჭირდება დავით ..
შენს გვერდით ვარ ხოიცი ძმაო .. ”
მის სოფელში როცა გავივლი , ალბათ ყოველთვის ცენტრში დავიწყებ მის თვალით ძებნას ინსტიქტურად სხვა ახალგაზრდებთან ერთად მდგომს . რადგან ლაშა იყო კაცი რომელმაც სამუდამოდ დამამახსოვრე თავი თავისი კაი კაცობით ..
დაგვაკლდები ბევრს ..
შენნაირი ახალგაზრდა ქართველი ასეთ დასასრულისთვის არ მემეტები ..
როდესმე კიდევ შევხვდებით ძმა ..
შენ ისეთი კაცი იყავი ღმერთთან ბევრი კარგი სიტყვა გექნება სათქმელი ..
გაანათლოს უფალმა შენი ლამაზი სული .. ” -წერს დავით მელიქიძე










