LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“აქტში პირდაპირ მითითებულია, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს, არის უკანონო” – ირაკლი ჩიქოვანი

დაპოსტა 2019/10/23-ში
54
ნახვა
გაზიარება

ეს არის აქტი, რომელიც პირველია თავის ბუნებით და მხოლოდ საქართველოს შეეხება, – ამის შესახებ პრემიერ- მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, გაგრძელდება მუშაობა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომ ეს აქტი მიღებულ იქნას სენატში. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აქტს მოწინააღმდეგე არ ჰყავს.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობას თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის და კიბერუსაფრთხოების დარგში. ეს არის აქტი, რომელიც პირველია თავის ბუნებით და მხოლოდ საქართველოს შეეხება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია მუშაობს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-სთან, რომ ეს აქტი იქნეს მიღებული. საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია მადლობას უხდის აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას ამ გადაწყვეტილების გამო. ჩვენ ვხედავთ ყველა შესაძლებლობას იმისათვის, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ეს აქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები დღეს არის უმაღლეს დონეზე. აქტში პირდაპირ მითითებულია, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს, არის უკანონო და ყველამ უნდა შეასრულოს ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე იქნა მიღწეული მშვიდობის აღდგენასთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ აქტით ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მოხვდება სანქციების ქვეშ. რაც მთავარია, ასევე არის მნიშვნელოვანი მიმართვა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან, რომ მან დააჩქაროს მოლაპარაკებები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ხაზგასმით არის ასევე აღნიშნული, რომ ეს მოლაპარაკებები არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და საშუალებას მისცემს როგორც საქართველოს ეკონომიკას განვითარდეს, ასევე ამერიკულ კომოპანიებს ჰქონდეს წვდომა კიდევ უფრო დიდ ბაზრებთან,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

თეგები: ამერიკააშშირაკლი ჩიქოვანისაქართველოსაქართველო მხარდაჭერის აქტი
გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
6
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

აიათოლა ალი ხამენეი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
27
მთავარი

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასიკვდილო საპროტესტო აქციების წაქეზებაში ადანაშაულებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მას დამნაშავედ მიიჩნევს მსხვერპლისთვის, ზიანისა და ირანელი ერის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის....

დაწვრილებითDetails

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა

იანვარი 15, 2026
52
მთავარი

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით, მმართველი გუნდი BBC-სგან ბოდიშის მოხდასა და მასალების აღებას ითხოვს. „როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის 1 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის...

დაწვრილებითDetails

ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომია, რაც არა ტერიტორიულ, არამედ მსოფლმხედველობრივ ხასიათს ატარებს – გია ხუხაშვილი

იანვარი 15, 2026
42
მთავარი

დიდ სურათში, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და ეს მესამე მსოფლიო ომი არ ატარებს ტერიტორიულ ხასიათს, რაც დამახასიათებელი იყო წინა საუკუნეებში, არამედ ატარებს მსოფლმხედველობრივ, ფუნდამენტურ ხასიათს და ბრძოლა მიდის თავისუფლებისა და...

დაწვრილებითDetails

” ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ” – ირაკლი კობახიძე

იანვარი 14, 2026
24
მთავარი

ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო - 9.3 %, ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის...

დაწვრილებითDetails

“ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი”- კობახიძე

იანვარი 14, 2026
19
მთავარი

ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ეს არის კონსტიტუციაში გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ...

დაწვრილებითDetails

“ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა” – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე

იანვარი 14, 2026
87
მთავარი

ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს იტყვის, რადგან ეს „მართლმსაჯულების საქმეა“. „ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ...

დაწვრილებითDetails

რეჟიმი პოზიციებს თმობს – სალომე ზურაბიშვილი

იანვარი 13, 2026
96
მთავარი

საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია: მინისტრები (თავდაცვის...

დაწვრილებითDetails

“როცა პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია” – პაპუაშვილი სანდუს განცხადებაზე

იანვარი 13, 2026
45
მთავარი

მოლდოვის პრეზიდენტი ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანების პერსპექტივას თავადაც სკეპტიკურად უყურებს და თვალი გდრ-ის სცენარისკენ გაურბის - გზისკენ, რომელმაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ევროკავშირში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მიერთების დღესვე შეიყვანა - რა უნდა ითქვას,...

დაწვრილებითDetails

“ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა” – შალვა პაპუაშვილი

იანვარი 12, 2026
16
მთავარი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს. „თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».