LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“აქტში პირდაპირ მითითებულია, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს, არის უკანონო” – ირაკლი ჩიქოვანი

“აქტში პირდაპირ მითითებულია, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს, არის უკანონო” – ირაკლი ჩიქოვანი

დაპოსტა 2019/10/23-ში
A A
59
ნახვა
გაზიარება

ეს არის აქტი, რომელიც პირველია თავის ბუნებით და მხოლოდ საქართველოს შეეხება, – ამის შესახებ პრემიერ- მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, გაგრძელდება მუშაობა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომ ეს აქტი მიღებულ იქნას სენატში. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აქტს მოწინააღმდეგე არ ჰყავს.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობას თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის და კიბერუსაფრთხოების დარგში. ეს არის აქტი, რომელიც პირველია თავის ბუნებით და მხოლოდ საქართველოს შეეხება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია მუშაობს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-სთან, რომ ეს აქტი იქნეს მიღებული. საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია მადლობას უხდის აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას ამ გადაწყვეტილების გამო. ჩვენ ვხედავთ ყველა შესაძლებლობას იმისათვის, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ეს აქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები დღეს არის უმაღლეს დონეზე. აქტში პირდაპირ მითითებულია, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს, არის უკანონო და ყველამ უნდა შეასრულოს ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე იქნა მიღწეული მშვიდობის აღდგენასთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ აქტით ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მოხვდება სანქციების ქვეშ. რაც მთავარია, ასევე არის მნიშვნელოვანი მიმართვა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან, რომ მან დააჩქაროს მოლაპარაკებები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ხაზგასმით არის ასევე აღნიშნული, რომ ეს მოლაპარაკებები არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და საშუალებას მისცემს როგორც საქართველოს ეკონომიკას განვითარდეს, ასევე ამერიკულ კომოპანიებს ჰქონდეს წვდომა კიდევ უფრო დიდ ბაზრებთან,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

თეგები: ამერიკააშშირაკლი ჩიქოვანისაქართველოსაქართველო მხარდაჭერის აქტი
გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

“მოსამართლეთა პლენუმი მხარს უჭერს პროცესის დროს „ქართულ ოცნებას“ და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი” – თენგო თევზაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
“მოსამართლეთა პლენუმი მხარს უჭერს პროცესის დროს „ქართულ ოცნებას“ და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი” – თენგო თევზაძე
მთავარი

პლენუმი მხარს უჭერს პროცესის დროს „ქართულ ოცნებას“ და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი. ისე აქეს სარჩელი, მსგავსი რამ იქაც არ წერია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ ოპოზიციური პარტიების...

დაწვრილებითDetails

“რევოლუციური დაჯგუფებების ანტიკონსტიტუციურად ცნობა არის ის მინიმალური აუცილებლობა, რასაც საზოგადოებას დავპირდით” – ნინო წილოსანი

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციისა და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა-ნინო წილოსანი
მთავარი

ოპოზიციური პარტიების ანტიკონსტიტუციურად ცნობა არის ის მინიმალური აუცილებლობა, რასაც საზოგადოებას დავპირდით და ეს არის ჩვენი ვალდებულება კონსტიტუციის წინაშე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია...

დაწვრილებითDetails

მაინტერესებს, რა კონკრეტული წვლილი ჰქონდათ მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვებაში? – დავით ოქიტაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
“თინა რუხაძემ სააკაშვილს უღალატა და ამათ რას უზამდა?” – დავით ოქიტაშვილი
მთავარი

აინტერესებს, რა კონკრეტული წვლილი ჰქონდათ მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვებაში? - ამის შესახებ „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში...

დაწვრილებითDetails

არჩილ გორდულაძემ “შეურაცხყოფად” ჩათვალა გვარამიას შეფასება, რომ “კატასტროფაა” ის, რასაც “ქართული ოცნება” სარჩელში წერს

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
არჩილ გორდულაძემ “შეურაცხყოფად” ჩათვალა გვარამიას შეფასება, რომ “კატასტროფაა” ის, რასაც “ქართული ოცნება” სარჩელში წერს
მთავარი

ნიკა გვარამიას შეფასებას, რომ "კატასტროფაა", რასაც "ქართული ოცნება" სარჩელში წერს, პარტიების აკრძალვის სარჩელის ავტორების გაღიზიანება მოჰყვა. არჩილ გორდულაძემ მოსამართლეთა კოლეგიის ხელმძღვანელს მიმართა, რომ ამით გამომსვლელი მათ "შეურაცხყოფას" აყენებს. სიტყვა „კატასტროფა“...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოში შესვენების დროს არჩილ გორდულაძესა და ნანა მალაშხიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
საკონსტიტუციო სასამართლოში შესვენების დროს არჩილ გორდულაძესა და ნანა მალაშხიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
მთავარი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, შესვენებაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ წევრი არჩილ გორდულაძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ნანა მალაშხია დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის წარმომადგენელმა...

დაწვრილებითDetails

“უცხო ხელისუფლებებისგან მუქარის ტონით გაკეთებული განცხადებები დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

23 ოქტომბერს, ბათუმში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს თურქმენეთის...

დაწვრილებითDetails

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა – დაუბრუნდით დემოკრატიის გზას – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა – დაუბრუნდით დემოკრატიის გზას – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი
მთავარი

შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას, - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო...

დაწვრილებითDetails

“სამარცხვინო დღეა საქართველოსთვის, “ქართული ოცნება“ ცდილობს, დაასამაროს დემოკრატია, ასევე, სამარცხვინოა, რომ გახარიას პარტია კეკლუცობს” – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

ძალიან სამწუხარო მდგომარეობაა, რაშიაც “ქართული ოცნება” ამყოფებს ქვეყანას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა დღეში ჩააყენა “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლო, როგორ ასამარებს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დაასამარა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ქვეყანაში ,...

დაწვრილებითDetails

რუსეთთან ურთიერთობებში რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება, ჩვენ ზოგადად დავინახეთ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საჭიროება – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის „რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება“. კერძოდ, ამით კობახიძემ უპასუხა კითხვას, რას უკავშირდება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"