ქართველი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა, რაც მას უფლებას მისცემს უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩები განსაჯოს. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი პირველი არბიტრია, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.წყარო_საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია










