329 აეროკოსმოსური ინჟინრისა და 72 ნეიროქირურგის ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ამ პროფესიების წარმომადგენლები სხვა ადამიანებზე ჭკვიანები არ არიან. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.
კვლევის ფარგლებში ბრიტანელმა მეცნიერებმა ნეიროქირურგებსა და ინჟინრებს „ინტელექტის დიდი ბრიტანული ტესტიდან“ 12 დავალება შესთავაზეს. დავალებების შედეგად მეცნიერები მათ მეხსიერებას, რეაქციის სისწრაფეს, ყურადღებას და ემოციების აღქმას ამოწმებდნენ.
კვლევის მონაწილეთა ტესტირების შედეგები მეცნიერებმა 18 000-ზე მეტი სხვა ბრიტანელის შედეგებს შეადარეს. როგორც აღმოჩნდა, საერთო ჯამში, აეროკოსმოსური ინჟინრებმა და ნეიროქირურგებმა დავალებებს თავი ისევე გაართვეს, როგორც დანარჩენმა ადამიანებმა.
„კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რომელიმე პროფესიის წარმომადგენლებს სხვებზე ინტელექტუალური უპირატესობა არ აქვთ. ნეიროქირურგია და აეროკოსმოსური ინჟინერია კი იმიტომ შეირჩა, რომ ბრიტანელები, როდესაც სურთ, ვინმეს სამუშაოს ადვილი უწოდონ, ამბობენ, რომ „ეს ხომ არც რაკეტის მშენებლობაა და არც ნეიროქირურგიული ოპერაცია“, – ამბობენ კვლევის ავტორები.