გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ საფეხბურთო კარიერის დასრულება გამოაცხადა.
30 ოქტომბერს, „ბარსელონასა“ და „ალავესს“ შორის თამაშის დროს მას გულმკერდის არეში ტკივილი და სუნთქვის გართულება გამოუვლინდა, რის შემდეგაც, სერხიო აგუერო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„გადავწყვიტე, შეწყვიტო ფეხბურთის თამაში. ეს ძალიან მძიმე მომენტია, მაგრამ მიღებულ გადაწყვეტილებას შევეგუე. ეს გადაწყვეტილება ჩემი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მივიღე. ექიმებმა მითხრეს, რომ უმჯობესია თამაში შეწყვიტო. გადაწყვეტილება დაახლოებით 10 დღის წინ მივიღე. მე ძალიან ვამაყობ ჩემი კარიერით. ეს იყო ოცნება, რომელიც ახდა. უბრალოდ მინდოდა პროფესიონალი ფეხბურთელი ვყოფილიყავი და არასდროს მიფიქრია, რომ ევროპაში ვითამაშებდი“, – განაცხადა სერხიო აგუერომ.
რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძეზე ახალ წერილში
👉 "საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში: ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია (ვაქცინების დეფიციტი), ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, მინუს ექვსპროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა,...










