ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კოვიდვაქცინის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას პასუხობს:
“ხშირად დასმული კითხვა: ავიცერი ორი დოზით, შემდეგ გადავიტანე კოვიდი, როდის შემიძლია ბუსტერის დამატება?
პასუხი: ფაიზერის შემთხვევაში, მეორე დოზიდან 5 თვის და დადებითი ტესტიდან 30 დღის შემდეგ;
სინოფარმი/სინოვაკის შემთხვევაში მეორე დოზიდან 3 თვის და დადებითი ტესტიდან 30 დღის შემდეგ”, – წერს ექიმი.










