საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადებით, მეფე აბდულაზიზის სახელობის კონკურსიდან 40 აქლემია დისკვალიფიცირებული. მათ ბოტოქსის გამოყენებასა და რეგლამენტის სხვა დარღვევებში ადანაშაულებენ. ყოველწლიური სილამაზის კონკურსის ჟიური აქლემების გარეგნობას აფასებს, მოგებული კი 66 მილიონ დოლარს იღებს. ამასთანავე, კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ აქლემებს, რომლებსაც სახის დაჭიმვა, ფილერები ან ჰორმონალური ინიექციები აქვთ გაკეთებული.
შსს-მ ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი დააჯარიმა
შსს-მ ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი „გზის გადაკეტვისთვის“ 5 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას შსს ადასტურებს. ეუთოს მოქმედი ხელმძღვანელი, ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე 2 დღის წინ იმყოფებოდა - მან აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადა.