“ბედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს ასეთი ბრძენი მეთაური”, – ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ელჩი და მისი თანმხლები პირები მიიღო.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ელჩმა მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 44-ე წლის იუბილე მიულოცა.









