LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რას სთხოვს შსს-ს მეუფე ნიკოლოზი

პირჯვარი უნდა გადავიწერო და გითხრათ- მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

დაპოსტა 2021/12/05-ში
A A
60
ნახვა
გაზიარება

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც მეუფემ ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის თხოვნით, 7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლო შეუსრულა.

მეუფე იმედოვნებს, რომ ეს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე კარგად იმოქმედებს.

„დღეს გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მისი თხოვნა იყო. მას საიდუმლოება შევუსრულე. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოება არსებობს და მეექვსე საიდუმლოება, რომელიც მას მიღებული არ ჰქონდა, ეს არის ზეთის კურთხევის საიდუმლო.

ეს არის ლოცვები, რომელზეც პირადად 2 საათი მჭირდება ხმამაღალი კითხვისას, რომ მთლიანად შევასრულო. 7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შევასრულე, რომლის დროსაც ადამიანის ფიზიკური განკურნებაც ხდება.

ამბობენ, რომ ასეთ დროს ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება. ძალიან საინტერესო შინაარსის ლოცვებია და ორივეზე არის ერთდროულად ყურადღება გამახვილებული, ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე.

პირჯვარი უნდა გადავიწერო და გითხრათ, რომ ღრმად მწამს, ეს მის ჯანმრთელობაზე ძალიან კარგად იმოქმედებს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მეუფე აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს.

„ძალიან დასუსტებული მომეჩვენა იმასთან შედარებით რაც იყო. ჯერ პირველად ვნახე, მეორეჯერ ციხეში ვაზიარე. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ შიმშილობის თითქმის 40 დღე იყო გასული, მაშინ ფიზიკურად უფრო უკეთესად მომეჩვენა“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან აღნიშნა, რომ საპატრიარქოს მხრიდან განცხადება მიხეილ სააკაშვილთან მის ვიზიტს კი არა, არამედ მის კომენტარებს მოჰყვა.

„მე საქმე გავაკეთე. 7-ჯერ ვაცხე ყოველგვარი კომენტარების გარეშე. კრიტიკას იმით ვუპასუხებ, რომ მოვედი, ვაცხე ზეთი და კომენტარს არ ვაკეთებ“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან განმარტა ისიც, რომ პატრიარქმა ადრე მიხეილ სააკაშვილის ლოცვა-კურთხევის უფლება მისცა.

„მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მისგან მივიღე ის ლოცვა-კურთხევა, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა წესების შესრულების უფლებაც მაქვს“,-განაცხადა ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, რაც დრო გადის უფრო რწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია.

„რაც დრო გადის უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. აღსარება თქვა და ეზიარა, ახლა ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი, ახალი აღქთმის შვიდი საიდუმლოდან, ექვსი მასზე შესრულებულია და მეშვიდე ჯერ კიდევ ადრეა

მე გახლავართ მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი და ყოველ ჩემს სამღვდელო მოქმედებაზე ლოცვა-კურთხევის აღება არ შედის ჩვენს უფლება-მოვალეობებში. მე პატრიარქთან შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მივიღე ლოცვა-კურთხევა ეს ნიშნავს, რომ მაქვს უფლება სხვა წესებიც შევასრულო“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

„შენი ლამაზი ღიმილი მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ლილეკო”- ბათუმის N35 საბავშვო ბაღი სამძიმრის პოსტს ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„შენი ლამაზი ღიმილი მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ლილეკო”- ბათუმის N35 საბავშვო ბაღი სამძიმრის პოსტს ავრცელებს
მთავარი

ბათუმის N35 საბავშვო ბაღი სოციალურ ქსელში, პატარა ლილე გეგუჩაძეს ემშვიდობება, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. „შენი ლამაზი ღიმილი, მოციმციმე თვალები და კეთილი გული მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ლილეკო“, - წერს ბაღი....

დაწვრილებითDetails

“სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს”-კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში გაჯანსაღდეს საერთო ვითარება. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტაჯიკეთში განუცხადა....

დაწვრილებითDetails

” მაქსიმალურად ვავითარებთ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან…” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

მთლიანად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა - ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს...

დაწვრილებითDetails

“ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით ევროპარლამენტის რეზოლუციებს ფასი აქვს დაკარგული. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს ტაჯიკეთში განუცხადა, აღნიშნული რეზოლუციაში დისკრიმინაციული მოთხოვნაა, რომ, „მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი“. „ზოგადად ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის...

დაწვრილებითDetails

112 მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
112 მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ,- ამის შესახებ ნათქვამია 112-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა მოსახლეობას. „გაცნობებთ, რომ 19- 22 ივნისს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ივნისს საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

20 ივნისს ქუთაისში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +29 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი,...

დაწვრილებითDetails

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიურობითა და მოულოდნელი შესაძლებლობებით იქნება სავსე. ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის აღება – თქვენი თავდაჯერებულობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრაა მოსალოდნელი.   კურო ფინანსურ საკითხებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. მოერიდეთ...

დაწვრილებითDetails

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....

დაწვრილებითDetails

ერთ დღეში 1 გრამი “ბაჯაღლო” 13 ლარით გაიაფდა- რა ღირს ოქრო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს კვლავ გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 174 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.21%-ით შემცირდა. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 20 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6527 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"