ხონის მუნიციპალიტეტის და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები სოფელ ახალბედისეულის მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები მალე დაიწყება.
ტენდერი, რომლის ღირებულება ჯამში 20 მილიონ ლარს აჭარბებს, დასრულებულია
ჯამში დაგეგმილია 17 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია, რომელიც დაიწყება ქალაქ ხონში გეგიას ქუჩიდან, სოფლების საწულუკიძეო-ახალბედისეულის გავლით და შეუერთდება ძეძილეთი-ნოღა-გორდის ახალ საავტომიბილო გზას ე.წ. “ნაგრიმების” მონაკვეთზე.










