ფილმის, Rust გადასაღებ მოედანზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა პირველი ოფიციალური ინტერვიუ მისცა. ის ინტერვიუს მსვლელობისას ცრემლებს ვერ იკავებდა. 63 წლის ალეკმა განაცხადა, რომ გადასაღებ მოედანზე იარაღის სასხლეტისთვის ხელი არ გამოუკრავს. „ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს. მე არასდროს არავისკენ მივმართავდი იარაღს და შესაბამისად ჩახმახს ხელს არ გამოვკრავდი, არასოდეს. ვიღაცამ იარაღში ტყვია ჩადო“, – განაცხადა ბოლდუინმა ABC-სთან ინტერვიუში.
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...











