LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

2 დეკემბერი მარია კალასის დაბადების დღეა

დაპოსტა 2021/12/02-ში
214
ნახვა
გაზიარება

1923 წლის 2 დეკემბერს დაიბადა XX-ე საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი საოპერო მომღერალი მარია კალასი. მარია კალასი დაიბადა ნიუ იორკში ბერძენ ემიგრანტთა ოჯახში. 1936 წელს მარიას დედა – ევანგელია, ბრუნდება ათენში ქალიშვილის მუსიკალური განათლების გასაგრძელებლად. 14 წლის ასაკში მარია სწავლას იწყებს ათენის კონსერვატორიაში ყოფილი ესპანელი მომღერლის ელვირა დე იდალგოს ხელმძღვანელობით.

1941 წლის ივლისში, გერმანელების მიერ ოკუპირებულ ათენში შედგა მარია კალასის დებიუტი ათენის ოპერის თეატრში ტოსკას პარტიაში.

1945 წელს მარია კალასი დაბრუნდა ნიუ–იორკში. დაიწყო წარუმატებლობები: იგი არ გააცნეს არტურო ტოსკანინის, სიმსუქნის გამო უარი თქვა მეტროპოლიტენ–ოპერაში ჩიო–ჩიო–სანის პარტიის შესრულებაზე, ჩიკაგოში ჩაიშალა “ლირიკული ოპერის” აღორძინება, სადაც იგი იმედოვნებდა მონაწილეობას.

1947 წელს მარია კალასი ხვდება ტულიო სერაფინს. მასთან შეხვედრამ მნიშვნელოვნად შეცვალა მომღერლის ცხოვრება. სერაფინს მარია დიდი ოპერის სცენაზე გაჰყავს. პირველმა პარტიებმა ჯუზეპე ვერდის აიდაში და ბელინის ნორმაში 1948 წელს, ერთი კვირის შემდეგ კი ვოკალურად შეუთავსებადი პარტიები ბრუნჰილდასი ვაგნერის “ვალკირიებში” და ელვირასი ბელინის “პურიტანელებში” შექმნეს მარია კალასის შემოქმედებითი ფენომენი. იგი ასრულებდა როგორც ლირიულ, ასევე დრამატულ და კოლორატულ პარტიებს, რაც ერთი მხრივ ფენომენური იყო (“ოთხი ხმა ერთ ყელში” – ასე ახასითებდნენ მას), მეორე მხრივ კი დამღუპველი იყო მისი უნიკალური ხმისთვის.

1949 წელს მარია კალასი ქორწინდება ჯოვანი მენეგინიზე და გასტროლებზე მიემგზავრება სამხრეთ ამერიკაში. 1950 წელს პირველად გამოდის ლა სკალას სცენაზე და გარდაიქმნება “იტალიელ პრიმადონათა დედოფლად”.

1953 წელს ფირმა EMI გამოსცემს კალასის შესრულებით ოპერების სრულ კრებულს.

იმავე წელს მარია 30 კილოგრამით იკლებს წონას. წლების მანძილზე მარია ცდილობდა ლამის სილამაზის ეტალონად ქცეულ ოდრი ჰეპბერნს დამსგავსებოდა, და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი კალასი ცოტა ხანში პოდიუმის მოდელს დაემსგავსა. გარდასახული კალასი მსოფლიოს პუბლიკას იპყრობს ოპერებში: ლუჩია დი ლამერმური, ნორმა, მედეა, მაკბეტი, ტოსკა.

მარია კალასის ტრიუმფალური სვლა 1959 წელს ჩერდება. ხმის დაკარგვამ, სკანდალებმა, განქორწინებამ, მეტროპოლიტენ–ოპერასთან განშორებამ, ლა სკალის იძულებითმა დატოვებამ, უიღბლო სიყვარულმა არისტოტელე ონასისთან, ბავშვის დაკარგვამ – საბოლოოდ გატეხა იგი. 1964 წელს სცენაზე დაბრუნება სრული ფიასკოთი სრულდება.

სიცოცხლის ბოლო წლები მარია კალასი პარიზში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1977 წელს. იგი ჯერ კრემირებულ, შემდგომ კი დაკრძალულ იქნა პერ ლაშეზის სასაფალოზე. მოგვიანებით ანდერძის თანახმად მისი ფერფლი ეგეოსის ზღვას მოჰფინეს.

გაზიარება86

დაკავშირებული -პოსტები

ზოდიაქოს 5 ნიშანს ოქტომბრის ბოლომდე განსაკუთრებული იღბალი და წარმატება ელოდება

ოქტომბერი 16, 2025
2
მთავარი

შემოდგომის მეორე თვე ზოდიაქოს მრავალი ნიშნისთვის საკმაოდ წარმატებული იქნება. 21 ოქტომბერს ახალი მთვარე ახალი დასაწყისისკენ გიბიძგებთ. ეს არის დრო, როდესაც ურთიერთობებში ახალ ეტაპზე უნდა იმუშაოთ. 2025 წლის ოქტომბრის ბოლო ბევრ...

დაწვრილებითDetails

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

ოქტომბერი 16, 2025
111
მთავარი

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს: „დიდად ვწუხვართ მცხეთა-თბილისის სამღვდელოების გამორჩეული წარმომადგენლის, კლდისუბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მიქაელ კაპანაძის გარდაცვალების გამო. იგი იყო მრავალი სიკეთით დაჯილდოებული მოძღვარი; მრევლის ნამდვილი სულიერი...

დაწვრილებითDetails

რუსეთის სასამართლომ ქართველ მებრძოლს დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ოქტომბერი 16, 2025
2
მთავარი

უკრაინაში მებრძოლი ქართველი რუსული კანონებით გაასამართლეს. აკაკი ბერიანიძეს რუსეთში 14  წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. რუსეთი მას უკრაინის მხარეს ბრძოლას ედავება და ამტკიცებს, რომ ბერიანიძე იყო დაიქირავებული, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში ფულის...

დაწვრილებითDetails

შსს-მ ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი დააჯარიმა

ოქტომბერი 16, 2025
37
მთავარი

შსს-მ ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი „გზის გადაკეტვისთვის“ 5 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას შსს ადასტურებს. ეუთოს მოქმედი ხელმძღვანელი, ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე 2 დღის წინ იმყოფებოდა - მან აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადა.

დაწვრილებითDetails

რა ჯდება მართვის მოწმობის აღება

ოქტომბერი 16, 2025
225
მთავარი

საქართველოში მართვის მოწმობის ასაღებად მოქალაქეს გამოცდების ჩაბარება რამდენიმე ეტაპად უწევს. თითოეულ ეტაპზე გასასვლელად აპლიკანტი სხვადასხვა ოდენობის თანხას იხდის. როგორც მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების...

დაწვრილებითDetails

გლდანში დაკარგული ბავშვი იპოვეს

ოქტომბერი 16, 2025
277
მთავარი

გლდანში დაკარგული ბავშვი იპოვეს. 12 წლის ბიჭი უსაფრთხოდაა და უკვე ოჯახთანაა.

დაწვრილებითDetails

თბილისის აეროპორტში  1 კგ-ზე მეტი ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს

ოქტომბერი 16, 2025
33
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში სამგზავრო ხელბარგში 1 კგ-ზე მეტი ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს. 431 065 ლარის ოდენობის,არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 431 065 ლარი შეადგინა.  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის...

დაწვრილებითDetails

უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოვლინდა

ოქტომბერი 16, 2025
19
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სოფელ ოფრეთის მიმდებარედ, მოქალაქე, მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით, უკანონოდ მოპოვებული წითელი ნუსხით დაცული...

დაწვრილებითDetails

არქიმანდრიტი დოროთე საპატრიარქოს კომისიაზე მისვლას არ აპირებს

ოქტომბერი 16, 2025
5
მთავარი

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის თქმით, კომისიაზე მისი დაბარების მიზეზი მისი სატელევიზიო გამოსვლებია - არქიმანდრიტმა ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანესა და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს მწვალებლობაში...

დაწვრილებითDetails

12 წლის დათო ცაგარელს ოჯახი ეძებს

ოქტომბერი 16, 2025
20
მთავარი

გლდანში 12 წლის ბავშვი დაიკარგა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „გლდანში, დაიკარგა დათო ცაგარელი 12 წლის. დღეს დილით, 351 ავტობუსში ჩაჯდა ბოლოს. დარეკეთ ამ ნომერზე თუ სადმე შეამჩნიეთ +995 579 29 63...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».