იმუნიზაციის მრჩეველთა ჯგუფი დღეს ვაქცინაციის ვადებთან დაკავშირებით მომზადებულ ახალ დასკვნას წარადგენს
“სინოფარმითა” და “სინოვაკით” აცრილ მოქალაქეს, მესამე დოზის მიღება სრულად აცრიდან 3 თვის შემდეგ შეეძლება. ხოლო, მათთვის, ვინც „ფაიზერით“ ან „ასტრაზენეკათია“ აცრილი, მესამე დოზის გაკეთება, 5 თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.
„ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი ყოველთვის დადებს დასკვნას, რომ, „სინოფარმსა“ და „სინოვაკზე“, ბუსტერი დოზის მიღების საშუალება მიეცეს ყველა ადამიანს, რომელი ვაქცინითაც უნდათ – „ფაიზერით“, „სინოფარით“ თუ „სინოვაკით“.
ასევე, ადამიანებს, რომელთაც „ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა აქვთ გაკეთებული, შესაძლებლობა ექნებათ, ბუსტერული დოზა, ნებისმიერი ვაქცინა დაიმატონ 5 თვის შემდეგ, ანუ ვადა 1 თვით შემცირდება“, – აცხადებს ბიძინა კულიმბეგოვი.









