საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, სამედიცინო პირბადაზე ჩატარებული კვლევის შესახებ facebook ჩართვაში საუბრობს.
“სამედიცინო პირბადე მუშაობს კოვიდთან ბრძოლაში საკმაოდ კარგად და ეს არის ფაქტი! ამერიკელებმა ჩაატარეს საკმაოდ მასშტაბური კვლევა ბანგლადეშის 600 სოფელში, კვლევა ჩატარდა 350,000 ადამიანზე, რამაც აჩვენა, რომ სამედიცინო პირბადე არის ის, რასაც ფხაკაძე თქვენ გეუნებით 2020 წლის ნოემბრიდან!
ვთქვათ, ვართ დახურულ სივრცეში ორი ადამიანი. ორივეს გვიკეთია პირბადე, თუ ერთი არის ინფიცირებული, იმის შანსი, რომ მეორეს გადაედოს, არის 8%. ანუ დაცულობა არის 92%, ანუ ვაქცინებზე უფრო მაღალი დაცულობა. თუ თქვენ არ გინდათ აცრა, გამოიყენებთ სამედიცინო პირბადე. მაგრამ ყველგან პირბადეს ვერ ვიყენებთ, ამიტომ შევთანხმდეთ, რომ დახურულ სივრცეში აუცილებლად გვექნება სამედიცინო პირბადე. გარეთ რისკები შედარებით დაბალია.
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე და არა აქვს ამას მნიშვნელობა მოგწონს თუ არა კოვიდ ვაქცინაცია, იკეთებ, თუ არ იკეთებ კოვიდ ვაქცინას, სამედიცინო პირბადე უნდა იყოს ყველასთვის, ყველგან და ყოველთვის.
დიახ, სამედიცინო პირბადე გიცავს”, – ამბობს ფხაკაძე.









