საქალაქო ოლქ ცვანეში, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების ეპიცენტრად იქცა, აცხადებენ, რომ ბავშვებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
სამხრეთ აფრიკის ინფექციური დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ჯანდაცვის სპეციალისტის, ვაასილა ჯასატის თქმით, კოროვირუსის ახალი შტამით საავადმყოფოებში ორ წლამდე ასაკის უფრო მეტი ბავშვი ხვდება, ვიდრე პანდემიის ადრეულ ეტაპებზე.
მისი თქმით, ანალოგიური ტენდენცია კორონავირუსის ეპიდემიის მესამე ტალღის დროს ფიქსირდებოდა, როდესაც კორონავირუსის “დელტა” შტამი დომინირებდა.
“ყველაზე მცირეწლოვან ბავშვებში იმუნური სისტემა ძალიან სუსტია, უფრო მეტიც, მათ კორონავირუსზე არ ცრიან, შესაბამისად, ისინი უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან“, – განმარტა ჯასატმა.
ამასთან, მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის ზრდაზე, შესაძლოა, “ომიკრონთან” დაკავშირებით მშობლების შეშფოთებამაც იმოქმედა.










