
ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოებაზე, საქართველოს სახელით, საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის, ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ იბრძოლებს.
ოჯახური დრამა ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას ეხმიანება, როგორიც ემიგრაციაში წასული ქართველებია. ამერიკაში, თამაშდამოკიდებული შვილის გადასარჩენად ჩასული მამის მთავარ როლს, ლეგენდარული ქართული მოჭიდავე და ოლიმპიური ჩემპიონი – ლევან თედიაშვილი ასრულებს.










